რჩევები მათთვის, ვისაც ინტერიერის შეცვლა უნდა


მოდით ვნახოთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ინტერიერი ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

1. ანალიზი გაუკეთეთ შეგრძნებებს

ხშირად ხდება, რომ ადამიანს არ მოსწონს საკუთარი სახლი. დაფიქრდით, კონკრეტულად რა არ მოგწონთ და რა გიქმნით დისკომფორტს. შესაძლოა გაღიზიანებდეთ გაფუჭებული, გატეხილი ნივთები, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ვიზუალურად ყველაფერი თითქოს იდეალურად არის, თუმცა გარემო მაინც არ აკმაყოფილებს ადამიანს. ჩამოწერეთ, რა მოგწონთ და რა გიქმნით დისკომფორტს. ეს დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

2. შეადგინეთ გეგმა


ბევრი ადამიანი ვერ ბედავს ინტერიერის ცვლილების პროცესთან შეჭიდებას, ეს ძალიან რთულად ეჩვენება.
რა თქმა უნდა, საფუძვლიანი რემონტის შედეგად ადვილი შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა, თუმცა ნაკლები დანახარჯებითაც შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

3. ფერთა თამაში

ფერთა გამა ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნებებისთვის. ძალიან ხშირად რაღაცის შეცვლის სურვილი გამოწვეულია ამა თუ იმ ფერის მობეზრებით. თუ ასეა, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, რომელი ფერი მოგანიჭებთ სიამოვნებას, ასევე ზუსტად იცოდეთ, რომელიც ფერები გამოიწვევს თქვენს გაღიზიანებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

4. ტაქტილური შეგრძნებები

ძალიან მნიშვნელოვანია რას ვეხებით და რას ვგრძნობთ ამ შეხების შედეგად. თუ სახლში რაიმე ზედაპირი გაღიზიანებთ, აუცილებლად ეცადეთ მოიშოროთ თავიდან, ჩაანაცვლოთ სასიამოვნო ზედაპირით, ეს შეიძლება იყოს ტექსტილი ან სხვა რაიმე ზედაპირი.

5. ნუ აურევთ ერთმანეთში სურვილსა და მოდას



ინტერიერის დიზაინში, ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ცვლილებები შესაძლოა იყოს როგორც გლობალური, ისე ლოკალური. ცვლილებები ძალიან კარგია, მაგრამ თუ ატყობთ რომ ის, რაც მოდაშია, თქვენს სურვილებს ეწინააღმდეგება და თავს არაკომფორტულად გრძნობთ, უარი თქვით მოდაზე და მიჰყევით საკუთარ შეგრძნებებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები