მრგვალი საწოლის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მზად ხართ დაამსხვრიოთ სტერეოტიპი და თქვენს საძინებელში მრგვალი საწლი მოათავსოთ? სანამ ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანთ, ალბათ საინტერესო იქნება კარგად გააანალიზოთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ საკმაოიდ თამამ გადაწყვეტილებას.

მთავარი უპირატესობები

მრგვალი საწოლის უჩვეულო ფორმა და დიზაინი მას ნებისმიერი ინტერიერის საკვანძო ელემენტად აქცევს. ისეთი მოდელი კი, რომელსაც თავიც აქვს, მართლაც მეფურად გამოიყურება.

ამ მოდელის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს საწოლის ზომაც, რომელიც სტანდარტული ზომის საწოლზე ბევრად მეტია.

ასეთი საწლი ძალიან ეფექტურად გამოიყურება სტუდიოს ტიპის ბინებში. მრგვალი ფორმა მშვიდი და ლამაზი გეომეტრიული
ფიგურაა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის დიდ, ფუტურისტულ დიზაინსაც. საძინებელი მრგვალი საწოლით ძალიან ჰარმონიული და მოხერხებულია.



როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრგვალი ფორმის საწოლი დიდი ზომის არის და ძალიან მოსახერხებელია დიდი ზომის ადამიანებისთვის. ასევე ძალიან ადვილია ასეთ საწოლზე ძილის მიმართულების უპროლემოდ შეცვლა.

მრგვალი საწოლის უამრავი მოდელი არსებობს, რკინის თავით, ხის თავით, ტექსტილის თავით და სხვა. მრგვალი ფორმის საწოლი ყოველთვის ახერხებს საძინებლის ცენტრად ქცევას. ის ძალიან უნივერსალურია და ადვილად ერგება როგოც ბაროკოს სტილს, ისე მინიმალიზმს, არტ-დეკოს, ჰაი-ტეკს, თანამედროვე და ამერიკულ კლასიკას, ნორმანდიულ და სკანდინავიურ სტილს და კიდევ მრავალ სხვას.

მინიმალისტურ გარემოში მრგვალი სწოლი ადამიანს რელაქსაციისთვის განაწყობს, ბაროკოს სტილში კი თავს დედოფლად გაგრძნობინებთ.



მინუსები

ამ მოდელის მთავარი მინუსი მისი ფასია. გარდა არასტანდარტული კარკასისა, საკმაოდ ძვირი ღირს არასტანდარტული ფორმის მატრასიც, რომლის დამზადებაც სპეციალური შეკვეთით მოგიწევთ. გარდა ამისა, მრგვალი საწოლი სტანდარტული საწოლისგან განსხვავებით მეტ სივრცეს მოითხოვს. პატარა სივრცეში ასეთი საწოლის განთავსება თითქმის შეუძლებელია.



პრობლემებს უკავშირდება ასევე ასეთი საწოლის თეთრეულის შერჩევა და შეძენა. ასეთ ფორმას იშოვით, თუმცა თავიდანვე უნდა შეეგუოთ, რომ საკმაოდ მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ. თუმცა შეგიძლიათ შეაკერინოთ მხოლოდ ზეწარი და ბალიშის და საბნის პირები სტანდარტული ზომის იყიდოთ.



ცოტა პრობლემური იქნება მრგვალი გადასაფარებლის შეძენაც.

როგორ გამოვიყენოთ რაციონალურად მრგვალი საწოლი



მიუხედავად იმისა, რომ მრგვალი საწოლი ბევრ ადგილს იკავებს, მისის კარკასის გამოყენება რაციონალურად არის შეაძლებელი, იქნება ეს გამოსაწევი უჯრები თუ ასაწევი მექნიზმი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები