მშვიდი და ჯანსაღი ძილის უზრუნველყოფისთვის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორად შერჩეული მატრასია. რას ნიშნავს კომფორტული მატრასი, რა მასალისგან მზადდება, რამდენი სახეობის არსებობს? მატრასებთან დაკავშირებულ ამ და სხვა დეტალებზე თენგიზ გობეჯიშვილი გვესაუბრება, რომელმაც დაწვრილებით იცის მათი დამზადების ყველა ეტაპი.
- მყიდველმა როცა არ იცის მატრასის შესახებ არაფერი და არჩევანს თქვენ განდობთ, რას ეკითხებით ხოლმე?
- როგორ მატრასზე სძინავს უფრო კარგად, რბილზე თუ მყარზე? ჩვენ ვერ დავიწყებთ მტკიცებას, რომ მაინცდამაინც რბილი მატრასია საუკეთესო. ეს ინდივიდუალურია, ზოგს მყარი მატრასი მოსწონს, ზოგს ძალიან რბილი, ვიღაცას
- საშუალოდ რბილი. თუ იცის მომხმარებელმა, რა უნდა, რა თქმა უნდა, თვითონ აირჩევს, თუ არადა, ამას ეკითხება პირველ რიგში, მაღაზიისა თუ საამქროს კონსულტანტი.
- ხშირად მატრასები საწოლებს მოჰყვება, თან ერთად იყიდება. როგორ გავარკვიოთ რამდენად ხარისხიანია ეს მატრასი?
- ამ შემთხვევაში, ძირითადად მოჰყვება საკმაოდ იაფფასიანი მატრასი. მაგალითად, 300-400 ლარიან მატრასს საწოლში არავინ ჩადებს, მაქსიმუმ 150 ლარიანი იყოს. ჩვენთან ხშირად მოსულან და უთქვამთ, საწოლი ვიყიდე და მისი მატრასი არ მომეწონაო, ამიტომ ახალს გვიკეთავენ.
- ყველაზე კარგი მასალა რომელია?
- საუკეთესოა და ძვირადღირებული ლატექსის ღრუბელი (გუბკა). ძირითადად, ორი სახის მატრასზეა მოთხოვნა, ზამბარიანსა და შეფუთულზამბარიანზე. ზამბარიანი გასაგებად ჟღერს, შეფუთულზამბარიანი კი გულისხმობს თითოეული ზამბარის ინდივიდუალურად შეფუთვას პატარა რბილ ტომრებში. ორთოპედიული მატრასებიც ბევრს აინტერესებს, ისინი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მყარია.
ღრუბლის მატრასი
ქეჩა ზამბარიანი მატრასებისთვის აუცილებელია, არის ერთ ან ორ ქეჩაზე დამზადებული. ჩვეულებრივად ერთ ქეჩას აკეთებენ, ორიანი უფრო მყარია, ანუ ორთოპედიულისკენ იხრება. მატრასს ტყავი არ უნდა, მხოლოდ ნაჭერს ვიყენებთ. ნაჭერი არის ბამბანარევი და ანტიბაქტერიული, ასევე ანტიალერგიული. 13 სახეობის მაღალი ხარისხის თურქული ქსოვილი გვაქვს. არის კარგი ხარისხის ჩინური ქსოვილებიც.
მატრასის დიზაინი ნაჭრის მიხედვით შეირჩევა, მყიდველს უფრო ღია ფერები მოსწონს. მატრასის აწყობის პრინციპი თურქული ტექნოლოგიის მსგავსად ხდება. სისქე განისაზღვრება სიმაღლის მიხედვით, 17-18 სმ-დან იწყება და 35-38-მდე ადის, დაგვიმზადებია 42 სმ-იანიც.
- როგორც თქვით, მთლიანად ღრუბლისგან დამზადებული მატრასიც არსებობს. საინტერესოა, საერთოდ რამდენი სახეობის მატრასია?
- ღრუბლის მატრასი ცალკე თემაა, საქართველოში ნაკლებად მოიხმარენ. ზოგადად, არსებობს უამრავი სახეობა. რამდენსაც ადამიანის ფანტაზია გასწვდება, იმდენი დასახელების მატრასი შეიძლება შეიქმნას. ნებისმიერ მატრასს თავისი დიზაინი და შიგთავსი გამოარჩევს.
ზამბარიანი მატრასი
- სტანდარტული ზომებისა და ფასების შესახებ გვითხარით.
- საბავშვო მატრასის ზომა იწყება 60-120-დან (სიგანე 60 სმ, სიგრძე 120 სმ) და ა.შ. ფასია 50 ლარიდან 230 ლარამდე.
70-180-დან დაწყებული ითვლება დიდების ზომად და მათი ფასები მერყეობს 250-550 ლარის ფარგლებში. მაგრამ მყიდველს შეუძლია რა ზომასაც მოისურვებს, ის შეუკვეთოს. არსებობს მატრასები, რომლებსაც მხოლოდ ზეწარს აფარებენ, მათ არ სჭირდება ლეიბები და არის მატრასი, რომელსაც ლეიბი აუცილებლად უნდა. ლეიბს მატრასის დამცავსაც უწოდებენ. სურვილის მიხედვით, თხელ ან სქელ ლეიბს იყენებენ. თუ მომხმარებელმა ლეიბი თავად უნდა დააგოს, მაშინ ძვირადღირებული მატრასის შეძენას აზრი არა აქვს. ამასაც ვუხსნით და ვურჩევთ ხოლმე კლიენტს.
- საშუალოდ რამდენ ხანს ძლებს მატრასი? თუ დაზიანდა, შეკეთება ხდება?
- გააჩნია როგორ მოიხმარს მყიდველი, რა წონის ადამიანი წევს მასზე... ვიღაცამ შეიძლება ორ წელში გააფუჭოს, ან ბავშვი როცა ხტუნაობს მატრასზე სისტემატურად, მაშინ ზამბარები სუსტდება და წყდება. მაგრამ ზოგადად, 6-7 წლის გარანტიას ვაძლევთ. თუ მატრასი ჩვენთან შეიძინა და მერე დააზიანა, მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს და დავეხმარებით.
შეფუთულზამბარიანი მატრასი
- რას ნიშნავს მეორადი მატრასი?
- ძვირადღირებულ "გუბკებზე" ან შეფუთულ ზამბარებზე დამზადებული მატრასები საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, რომლებიც გამოყენებული იყო სახლებში, საავადმყოფოებში და ა.შ. მათ ძველ და დაზიანებულ ქსოვილს აცლიან და ახალს შემოაკრავენ. თუმცა "გუბკაში" რამდენი ბაქტერია შეიძლება იყოს დაბუდებული, ადვილი წარმოსადგენია. ამ სახის მატრასები ჩვენ არ გვაქვს.
- დამზადების ვადები დღეებით განისაზღვრება?
- გაცილებით ნაკლები დრო უნდა, სახეობას გააჩნია.ერთი იაფიანი მატრასის აწყობას მაქსიმუმ 15 წუთი სჭირდება, ძვირადღირებულს - ორჯერ მეტი, დაახლოებით 40 წუთი.
- მოვლაზე რას გვეტყვით, მტვერსასრუტი უნდა გამოვიყენოთ?
- მატრასის მოვლისთვის მტვერსასრუტის გამოყენება საჭირო არ არის. თუ გაანიავებთ ჰაერზე, თქვენზეა დამოკიდებული, კარგი იქნება. იაფიანი მატრასი შეგიძლიათ გადააბრუნოთ და ორივე მხარეს დაიძინოთ, ძვირადღირებულს დარბილება მხოლოდ ერთ მხარეზე აქვს. თუ ვინმეს ორმხრივად რბილი მატრასი უნდა, მაშინ ორჯერ მეტის გადახდა მოუწევს.
- რომელი სახის მატრასია ყველაზე მოთხოვნადი?
- რა გითხრათ? ხალხს მოთხოვნილებები გაეზარდა და ლეიბის გარეშე გამოსაყენებელ მატრასს ხშირად ყიდულობენ. რბილი მატრასი - ეს არის სიამოვნება და კომფორტი, ანუ რაც მეტი დარბილება აქვს, მით უკეთესია, მაღალი ხარისხია და ფასიც შედარებით მეტია.
ნანული ზოტიკიშვილი
"ვისაც საწოლის მატრასის ყიდვა აქვს დაგეგმილი, არ მოტყუვდეთ..." - ჟურნალისტის მწარე გამოცდილება და "მატყუარა" ბაზარი
"მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები გადაყრილი ფულია" - რჩევები საძინებლისთვის

კომენტარები