დიდი სუფრების მაშველი რგოლი, ყველასთვის კარგად ნაცნობი გასაშლელი მაგიდა თანამედროვე ინტერიერში არანაირად არ ჯდება. მას ადგილი ძირთადად ფარეხში ან აივანზე მიუჩინეს. თუმცა, ყველა ასე კარდინალურად როდი უდგება ამ საკითხის მოგვარებას, ბევრ დიასახლისს სულაც არ სურს ძველ მეგობართან განშორება. და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ვნახოთ, რა მოიმოქმედა ერთ-ერთმა კრეატიულმა დიასახლისმა, რომელმაც ეს მოსაბეზრებელი და ერთი შეხედვით აბსოლუტურად უსარგებლო ნივთი ინტერიერის მშვენიერ ატრიბუტად აქცია.
ხომ გახსოვთ, ძველი ავეჯი ისეთ მასალისგან მზადდებოდა, რომელიც საკმაოდ გამძლეა და ადვილად ექვემდებარება რესტავრაციას, მისი გადაღებვა ძალიან ადვილია.
თანამედროვერ ბაზარზე ძალიან ბევრი მასალაა წარმოდგენილი საიმისოდ, რომ რესტავრაციის პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს.
როგორც წესი, ყველაზე მეტად მაგიდის ცენტრალური ნაწილი არის ხოლმე დაზიანებული, აღდგენის დროსაც ამ ნაწილს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
თუ საფუძვლიანი რესტავრირების პროცესი არ გხიბლავთ და საქმის მოგვარება შედარებით მარტივად გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ წებოვანი დასაკრავი, რომელიც შეირჩევა ინტერიერის ფერების მიხედვით.
რა ფერს შეარჩევთ და რა წარწერას, აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ მასალის დაკვრა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოდგენს.