მოაშორეთ ეს 7 რამ საძინებელი ოთახიდან!

ოთახში, სადაც გძინავთ, ყველაფერი უნდა ექვემდებარებოდეს მთავარს: სიმშვიდეს და ჯანსაღ ძილს.  მაგარი და ჯანმრთელი ძილი - ძალიან საჭიროა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. ინტერიერის დიზაინერები და ექსპერტები გვირჩევენ, ნივთები, რომლებიც ხელს გვიშლის კომფორტულ ძილში, სასწრაფოდ მოვაშოროთ საძინებელი ოთახიდან.


1. ლურჯი და თეთრი ფერი ინტერიერში
თრგუნავს მელოტონინის გამომუშავებას. ამიტომ, ადამიანი თავს ფხიზლად და დაძაბულად გრძნობს.

2. მყვირალა ფერის კედლები
თავი აარიდეთ წითელს, ნარინჯისფერს ან მკვეთრ ვარდისფერს.

3. მასიური ავეჯი
სივიწროვე და სივრცის მასიური ავეჯით შევსება დაგძაბავთ. ვერ შეძლებთ მოდუნებას,

როდესაც თვალწინ ბევრი ხელისშემშლელი ნივთია. შექმენით საძინებელში მსუბუქი და ღია სივრცე.

4. საჭმელი
”ნუ მიირთმევთ საძინებელში, ეს ტვინს არასწორ ნიშნებს უგზავნის” - ამბობს ძილის სპეციალისტი სო ში მორისონი.

5. სამუშაო
საწოლში მუშაობის დროს, ადამიანი მაინც იძაბება, ნერვიულობს იმაზე, რაზეც წესით, დილით უნდა ფიქრობდეთ. საძინებელი არ არის სამუშაო კაბინეტი.

6. ტელეფონი და სხვა გაჯეტები
ლურჯი და თეთრი ფერი, რომლებსაც ციფრული ეკრანები ასხივებს, ხელს უშლის ტვინში ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავებას. გარდა ამისა, გამოსხივება, რომელიც აქვს ამ ნივთებს და ეს ცნობილია, განსაკუთრებით ძილის დროს არის მავნებელი.

7. შინაური ცხოველები

გამოკვლევების თანახმად, შინაური ცხოველების პატრონების 30% ნებას რთავს მათ, თავიანთ საწოლში დაიძინონ. ისინი ღამე მინიმუმ ერთხელ მაინც იღვიძებენ. თუ გსურთ კარგად გამოიძინოთ, ძაღლი და კატა სხვა ოთახში გაუშვით.

კომენტარები

guest 2017-06-05 16:06
აბა, 7?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები