იდეალური საძინებელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ზოდიაქოს ყველა ნიშანს ერთნაირი გემოვნება და საძინებელი ვერ ექნება. ჩვენ აგიხსნით, როგორი ოთახი სჭირდება თითოეულს.

ვერძი

მაინცდამაინც სისუფთავეზე გადამკვდარი არაა. მის საძინებელში მუდამ მცირე აურზაური და მიყრილ-მოყრილი ნივთებია.

კურო

თანამედროვე რემონტით ვერ მოხიბლავთ. რეტრო და იტალიური დიზაინი მოსწონს. ასეთ საძინებელში გრძნობს თავს კომფორტულად.

ტყუპები

მინიმალიზმი ხიბლავს, მისი ბინა თანამედროვე ტექნიკით უნდა იყოს აღჭურვილი ნათელ ფერებში შესრულებული დიზაინით.


კირჩხიბი

მოდურ ტენდენციებს არ ითვალისწინებს. კომფორტული ნივთები მოსწონს. საძინებელში მხოლოდ საჭირო ნივთებს დადგამს.

ლომი

მის საძინებელში ყველაფერი მდიდრული უნდა იყოს, როგორც მეფის სასახლეში.
ამასთანავე, კომფორტულიც.


ქალწული

სისუფთავის მოყვარულია. ბინაში იდეალურად შეუხამებს ერთმანეთს და მინიმალიზმსა და მოდურ იტალიურ ავეჯს.


სასწორი

რემონტის გაკეთებისას მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებს. მისი საძინებელი თანამედროვედ და კომფორტულადაა მოწყობილი.


მორიელი

თქვენი საძინებელი სხვებისას არ ჰგავს. ბევრი ვერ გაიგებს მის დიზაინს, მაგრამ თავად იქ თავს კომფორტულად გრძნობთ.


მშვილდოსანი

თქვენს საძინებელში აუცილებლად იქნება რაღაც ორიგინალური. შეიძლება დიზაინში თავად შეიტანოთ ცვლილება და ეს იყოს ნახატი ან მოხატული ჭერი.

თხის რქა

კომფორტი და ხარისხი, აი, რას ანიჭებთ უპირატესობას. საძინებლის ავეჯი შეიძლება შეკვეთით დაამზადებინოს.


მერწყული

ნათელ ფერებში იქნება საძინებელი მოწყობილი. არც ექსპერიმენტებს შეუშინდება და საძინებელს იდეალურად მოიწყობს.

თევზები


პასტელის ფერებში შესრულებული ნაზი და რომანტიკული საძინებელი ექნება. სადაც თავს ჰარმონიულად და კომფორტულად იგრძნობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები