ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანი აკეთებს რემონტს და აახლებს ინტერიერს. დაგვეთანხმებით, რომ მართლაც საინტერესო სანახავია, როგორ გაართვეს სხვებმა თავი ცვლილებებს და როგორი გამოვიდა შედეგი. შესაძლოა სხვისმა იდეებმა ჩვენც არანაკლებ საინტერესო იდეები შთაგვაგონოს, რომლებსაც ჩვენ-ჩვენ სახლებში შევასხამთ ფრთებს.
ამჯერად წარმოგიდგენთ სახლს, რომლის ინტერიერში დიზაინერი არ ჩარეულა. მთლიანად დიასახლისის გემოვნებით არის გაკეთებული;
აი, როგორ იხსენებს მარიკა კოტრიკაძე:
- ბინა ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. მოგეხსენებათ ჩვენი ხელოსნების ამბავი, ამიტომ რემონტი გაიწელა , შესაბამისად არც თუ ისე მარტივი პროცესი იყო. სირთულე თითქმის არაფერი ყოფილა, რადგან თავიდანვე

- ავეჯი ძირითადად თეთრია. ესეც რემონტის დროს შეძენილია?
- ავეჯის უმეტესობა გვქონდა და გამოცვლა არც გვიფიქრია რადგან ჩვენი ოჯახის რელიქვიაა და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. სალათის ფერი საძინებელი" ლუდოვიკოა", ყავისფერი კი "რენესანსი". მისაღების სამეული "დ10". ორი ათწლეული წლის წინ მამამ შეიძინა. რუმინულია სამივე. თეთრი მაგიდა სკამებით კი ახალი შეძენილია, დაძველების ეფექტით.

- სამზარეულოსთვის რა მასალა შეარჩიეთ?
- სამზარეულოსთვის თეთრი აკრილის მასალაზე შევჯერდით. თავიდან გვინდოდა სამზარეულოც ხის გაგვეკეთებინა,მაგრამ ამ შემთხვევაში ყველფერი ხის გამოგვივიდოდა და ამიტომ ისევ აკრილს მივანიჭეთ უპირატესობა.

- დიზაინერი დაიხმარეთ? თუნდაც კონსულტაციის დონეზე?
- არა, ყველა დეტალი ჩემი და დედას დიზანით არის გაკეთებული.






