სამზარეულოს დაგეგმარებისას მთავარია ადგილი მაქსიმალურად ფუნქციონალურად იყოს გადანაწილებული. სამზარეულო ხომ ის ადგილია, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან, მიირთმევენ და მთელი დღის შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამზარეულოს, როდესაც ერთოთახიან ბინაზეა საუაბრი. როგორ შეიძლება ლამაზად შევუხამოთ ერთმანეთს სამზარეულოს ესთეტიკური მხარე და ფუნქციები?
პირველ რიგში უარი უნდა თქვათ იმ ნივთებსა და მასალაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, იქნება ეს გრძელი დეკორატიულო ფარდა თუ სარეცხის მანქანა.
მყუდრო სამზარეულოს მოწყობის დროს ძალიან ხშირად უშვეებენ შეცდომას, ცდილობენ მას მისაღები ოთახის ფუნქცია შეუთავსონ. მაგალითად, ღია თაროებზე
გამოფენენ ხოლმე წვრილმან დეკორს. ეს კი პრობლემის მეტს არაფერს მოგიტანთ, გარდა იმისა, რომ სამზარეულოში ეს ნივთები ძალიან მალე დაიმტვერება, მას არც ცხიმის შხეფები აცდება. ასე რომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, მოაშორეთ სამზარეულოს გარეთა ფასადიდან ყველა ზედმეტი ნივთი.
ბოლო დროს მოდაში შემოვიდა აგურის კედელი. ის დღითი დღე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და დაგეთანხმებით, ლამაზიც არის, თუმცა, სამწუხაროდ, ის სამზარეულოსთვის შესაფერისი სულაც არ არის. აგური ძალიან ადვილად იზიდავს მტვერსა და ცხიმს, რომლის მოშორებაც თითქმის შეუძლებელია. გულს ნუ გაიტეხთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ალტერნატიულ ვარიანტს, შეგიძლიათ შეარჩიოთ დეკორატიულიო ფილები, რომელსაც ვიზუალურად აგურის ეფექტი ექნება.
ცნობილია, რომ სარკე ოთახის ვიზუალს აორმაგებს, ამიტომ მას ხშირად იყნებენ სამზარეულოს გასაფორმებლად, თუმცა ალბატ ადვილი წარმოსადგენია, რა ძნელია მისი მოვლა. მას ხომ მუდმივი წმენდა ჭირდება. გირჩევთ სამზარეულოს გასაფორმებლად არჩევანი ბუნებრივ მასალაზე, კვარცზე ან მარმარილოზე შეაჩეროთ, რომელიც ადვილად იტანს ქიმიურ საწმენდ საშუალებებს და მოსავლელადაც უფრო მარტივია.
არც რბილი ავეჯის ადგილია სამზარეულოში, ის აუცილებლად დაისვრება ცხიმით.
მძიმე ჭაღი სამზარეულოსთვის ნამდვილად არ არის შექმნილი. საერთოდ, სამზარეულოს სადა, მარტივი განათება ამშვენებს. გირჩევთ ზონები ცალკეულად გაანათოთ.
არც გრძელი და მძიმე ფარდების ადგილია სამზარეულოში იმავე მიზეზის გამო, რაც რბილ ავეჯზე ვთქვით. თქვენი ფარდა მუდმივად დასვრილი იქნება. შეარჩიეთ მოკლე ფარდა ან სულაც ჯალუზები.
პრიალა ზედაპირი ეფექტურად კი გამოიყურება, თუმცა მოსავლელად საკმაოდ რთულია, მუდმივ წმენდას საჭიროებს და შედეგი მაინც არ არის იდეალური.
თუ ამის საშუალება გაქვთ, მოაშორეთ სამზარეულოდან სარეცხის მანქანა. ჯობს ის გაჭირვებით მოათავსოთ აბაზანაში, სამაგიეროდ, ოქროს კვადრატულ მეტრებს დაზოგავთ სამზარეულოში.