"ისეთი ინტერიერი უნდა შემექმნა, რომელსაც ბებოს ნაჩუქარი ბუფეტი და მასიური მაგიდა მოუხდებოდა" - თანამედროვე სახლი კლასიკური ელემენტებით


დიზაინის შეცვლა ნებისმიერ სახლს ახალი სიცოცხლით აავსებს. რაც არ უნდა ბნელი, ცუდად დაპროექტებული და გაპარტახებული ბინა იყოს, სწორად დაგეგმილ ცვლილებებს შეუძლია ოცნების სახლად აქციოს. ბინა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მფლობელმა საკმაოდ იაფად შეიძინა. საშინელ მდგომარეობაში იყო. პრაქტიკულად, რემონტი განადგურებული დახვდა, სახლიც ბნელი და მოუხერხებელი ჩანდა. თუმცა ბინა იაფად ყოველწუთს არ ჩნდება და მყიდველმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. პირველ რიგში იმის იმედად, რომ უახლეს მეგობრებში ინტერიერის დიზაინერი ჰყავდა.



დიზაინერი იულია ბობროვა:
„ბინის პატრონთან სკოლიდან ვმეგობრობ. სახლის გადაკეთება მთლიანად მომანდო. არაფერში ჩარეულა.
ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა: ისე მოაწყვე, რომ ბებიის ანტიკვარული მაგიდა და ბუფეტი მოუხდესო. სულ ეს იყო. ბინას დიდი სამზარეულო ჰქონდა, მართალია, თითქმის ავარიულ მდგომარეობაში, მაგრამ სასადილოს და სამზარეულოს გაერთიანებას შევძლებდი. ბუფეტისა და მაგიდის ადგილიც აქ გამოინახებოდა. ძველი დამტვრეული მეტლახი ავყარეთ და ხის იატაკი დავგეთ. კედლებისთვის ღია მწვანე ელფერის შპალერი შევარჩიე. ფერთა გამა და მასალები იმ ძველ ნივთებს მოვარგე, რომლებიც ჩემი მეგობრისთვის ოჯახური რელიქვია იყო. კარადაც და მაგიდაც საკმაოდ დიდი ზომის გახლდათ, თუმცა მათთვის ადგილი გამოინახა. სკამები მეორადი ავეჯის მაღაზიაში შევიძინეთ და შალითები შევუცვალეთ. საკმაოდ მოხერხებული სკამები აღმოჩნდა.


სამზარეულო
რაც შეეხება სამზარეულოს, კედელზე ნიშა იყო, თუმცა თეთრი გეომეტრული ფართუკის წყალობით ეს თვალშისაცემი არ არის. საბოლოოდ გამოვიდა ფიუჟენის სტილი, სადაც კლასიკაცაა და ეთნიკური მოტივებიც.


სასტუმრო ოთახი
ფოტოზე ხედავთ, როგორც გამოიყურებოდა. შევავსეთ ეთნიკური ელემენტებითა და არტ ობიექტებით, რომლებიც სახლის პატრონს სხვადასხვა ქვეყნიდან ჰქონდა ჩამოტანილი. ჟურნალების მაგიდა ძველი საკერავი მანქანის ფეხებზე ავაწყობინეთ.


საძინებელი
ამ ოთახში მთავარი აქცენტი არტ-ობიექტზეა, რომელსაც ეთნიკური ხასიათი აქვს. გობელენი ფერადი სპილოთი მეპატრონემ წლების წინ ინდოეთში შეიძინა. სწორედ ეს გობელი აერთიანებს საძინებელში გამოყენებულ ყველა ფერს.
კედლები თეთრსა და ღია ნაცრისფერ ტონალობაში გავაფორმეთ. ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ ეს ბნელი ბინა გავანათეთ. ბუნებრივის გარდა განათების სხვა წყაროებიც დავუმატეთ.


სააბაზანო
რამდენიმე სახეობის ფილა და ნაცრისფერ-ცისფერი ტონები გამოვიყენე. აბაზანის გვერდებზე დროებიტ ქსოვილი ჩამოვაფარეთ, მაგრამ დამკვეთს ძალიან მოეწონა ეს იდეა და ასეც დატოვა. ქსოვილცამოფარებულ სივრცეში სხვადასხვა ნივთებს ინახავს. ცოტა საზეიმო იერი რომ მიგვეცა ოთახს სარკე და ლამაზი ბრები დავუმატეთ.

კომენტარები

თბილისელი 2021-02-09 17:14
ყოჩაღ. ძალიან კარგი ბინაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები