„რედიზაინი“ - ახალი გადაცემა TV პირველზე, რომლის მონაწილეებსაც ოთახს საჩუქრად გაურემონტებენ

25 აპრილიდან TV პირველზე ახალი გადაცემა „რედიზაინი“ იწყება. გადაცემა, რომელიც მონაწილეებს ოთახს გაურემონტებს, ყოველ კვირას, 15:30-ზე გავა ტელეეთერში და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გადაცემის წამყვანები მსახიობი და მომღერალი ანა ქურთუბაძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნოდო ჯავახიშვილი - თორელი არიან. ისინი აქტიურად ჩაერთვებიან რემონტისა და დიზაინის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესშიც. წამყვანები მაყურებელს პირდებიან, რომ ეს იქნება ძალიან დინამიკური, პოზიტიური, საჭირო და სასარგებლო გადაცამა ქართულ ტელესივრცეში.
ქართულ ბაზარზე ადრე არსებული ანალოგიური პროექტებისგან განსხვავებით, „რედიზაინში“ მონაწილეობა ძალიან
მარტივია. მსურველებმა უბრალოდ წერილი და ოთახის ფოტოები უნდა გაგზავნონ.

„ბევრს ჰგონია, რომ წერილები უნდა იყოს ძალიან სენტიმენტალური და ბევრი ცრემლი უნდა ჩანდეს. თუმცა ასე არაა. მთავარია, ტექსტებში მათი ინდივიდუალიზმი ჩანდეს. უნდა დაგვარწმუნონ, რომ სწორედ ისინი არიან ადამიანები, ვისაც ოთახი უნდა გავურემონტოთ. მაყურებელიც რომ ნახავს, უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ დიახ, მართლა იმსახურებდა რემონტს. გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ პროდიუსერები, დიზაინერები და ჩვენ, წამყვანები. ზოგადად, ჩვენ ვართ გუნდი, რომლებიც გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ და წარმატებასაც ვაღწევთ,“ – აცხადებს ნოდო ჯავახიშვილი – თორელი.
მონაწილის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით ახალ დიზაინს „მიჰაუსის“ დიზაინერები გივი სარალიძე, მარიამ კეჩხაძე და რუბენ მხითარიანი შექმნიან. ისინი არიან დიზაინერების ახალი, ნიჭიერი თაობა, რომელთა გაცნობაც მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. მათ დაგეგმილ პროექტს კი სისრულეში „ბრიგად არტის“ წევრები მოიყვანენ.

„რედიზაინი“ TV პირველისა და „ტელეინდუსტრიის“ ერთობლივი პროექტია. მისი წარმდგენია სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში „მიჰაუსი“, რომელშიც 60 000-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. სწორედ „მიჰაუსში“ შეარჩევენ დიზიანერები სარემონტო მასალებსა და სხვადასხვა აქსესუარს. ასევე, გადაცემის სპონსორები არიან: „ბრიგად არტი“, „ალპინა“, „ბოში“ და „ცელსიუსი“. თითოეულ გადაცემას კი თავისი ინდივიდუალური სპონსორებიც ეყოლება.
„რედიზაინში“ მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მათ წერილი, თუ რატომ სურთ მონაწილეობა და გასარემონტებელი ოთახის ფოტოები გადაცემის ფეიბუქ გვერდზე უნდა გაგზავნონ.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები