თუ ვერაფრით ეგუებით თქვენს მცირეგაბარიტიან სახლ და ვერც ვერაფერს ცვლით, დაგრჩენიათ მხოლოდ ერთი გზა, განწყობის შეცვლა.
როგორ?
1. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ თქვენი ოცნების ქალაქში
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქალაქი იქნება ეს, შეარჩიეთ თქვნთვის სასურველი და ეცადეთ დეკორატიული ელემენტებით, ფარდით, რუკით, გადასაფარებლით შექმნათ მსგავსი გარემო.
2. შეიგრძენით მინიმალიზმი
უპირატესობა მიანიჭეთ სისადავესა და მინიმალიზმს, ნახეთ რა მარტივი იქნება ასე ცხოვრება. შეიძლება ერთი შეხედვით ეს ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მალე დარწმუნდებთ რომ ამ სტილს დადებითი მხარე მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი.
3.წარმოიდგინეთ, რომ დამწყები
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ხელოვანი, დამწყები მხატვარი და მოაწყვეთ სახლი ისე, როგორც წარმოგიდგენიათ ფანტაზიებში, ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, შეასხით ოცნებას ფრთები და ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ.
4. ან გაქცეული მწერალი ხართ
გადაეშვით შემოქმედებით წვაში, შექმენით თქვნეი სახლი თავიდან და დატკბით მიღებული შედეგით.
5. იქნებ ზღვის სანაპიროზე ცხოვრება გირჩევნიათ? გიქირავებიათ პატარ სახლი ზღვის სანაპიროზე, რომელიმე კურორტზე, ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს საოცნებო ადგილას ხართ, ხვალ იქნება საოცარი ამინდი და თქვენ გელით საინტერესო დღე.