თა­ნა­მედ­რო­ვე კე­რა­მი­კუ­ლი ნი­მუ­შე­ბი ინ­ტე­რი­ერ-ექ­ს­ტე­რი­ერ­ში და ნა­ხა­ტი შპა­ლე­რის ნაც­ვ­ლად

ბევ­რისთვის სიტყ­ვა "კე­რა­მი­კა" მხო­ლოდ ქოთ­ნებ­სა და სუფ­რა­ზე თა­მა­დის­თ­ვის მი­წო­დე­ბულ "გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ" სას­მის­თან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ამ მა­სა­ლით საკ­მა­ოდ ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. კე­რა­მი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსაზღ­ვ­როა, რად­გან თი­ხით შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო ჭურ­ჭე­ლი, პა­ნო­ე­ბი, ლარ­ნა­კე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბი და ასე­ვე გა­ა­ფორ­მო ინ­ტე­რი­ერ-ექ­ს­ტე­რი­ე­რი. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ხის თი­ხა და მათ შო­რის: შა­მო­ტი, თეთ­რი, წი­თე­ლი თი­ხა, ანუ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქარ­თუ­ლი და ა.შ.

ქარ­თულ­მა კე­რა­მი­კამ რთუ­ლი და გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა. დად­გე­ნი­ლია, რომ ჯერ კი­დევ ძვ.წ. VII-VI ათას­წ­ლე­ულ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცეცხ­ლ­ზე გა­მომ­წ­ვარ წი­თე­ლი თი­ხის ჭურ­ჭელს ამ­ზა­დებ­დ­ნენ და ამას ოდი­შის, ანა­სე­უ­ლი­სა და სხვა

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აგ­რეთ­ვე ძვ.წ. III ათას­წ­ლე­უ­ლის თრი­ა­ლე­თის, ურ­ბ­ნი­სის, ქვაცხე­ლე­ბის და სხვა კე­რა­მი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

წარ­სუ­ლი­დან აწ­მ­ყო­ში თუ გად­მო­ვი­ნაც­ვ­ლებთ, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­მა პრო­ფე­სი­ულ­მა კე­რა­მი­კამ აღორ­ძი­ნე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან და­იწყო, თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის კე­რა­მი­კა-მი­ნის კა­თედ­რას­თან არ­სე­ბულ სას­წავ­ლო-ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სა­ხე­ლოს­ნო­ში და მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.


დღეს კე­რა­მი­კა და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ტრენ­დია ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში და ბევ­რი უბამს მხარს ამ მო­დას. თა­ნა­მედ­რო­ვე, კლა­სი­კურ, ლოფ­თის თუ ეკოს­ტილს - ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა მო­არ­გოთ კე­რა­მი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.



ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვარ-კე­რა­მი­კოს ელე­ნე ჩლა­ი­ძეს არც ისე მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს თა­ვის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბით. ამ ეტაპ­ზე ერთ-ერთ გა­ლე­რე­ა­ში ბავ­შ­ვებს პრო­ფე­სი­ის დე­ტა­ლებ­საც უზი­ა­რებს და ხატ­წე­რითაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მცი­რე ხნის წინ ბავ­შ­ვის ოთა­ხი მო­ხა­ტა და მას ინ­ტე­რი­ე­რის მო­დის ამ ტენ­დენ­ცი­ა­ზეც ვე­სა­უბ­რე.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ "ჰენდ-მე­ი­დი­სად­მი“ ინ­ტე­რეს­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც შე­მო­აღ­წია და სულ უფ­რო მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა. ვინც საზღ­ვარ­გა­რე­თ არის ნამ­ყო­ფი, ალბათ უნა­ხავთ მსგავ­სი ნივ­თე­ბი და ვისაც ფი­ნანსუ­რი შესა­ძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უწყობს ხელს, ის უფ­რო დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნს. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, ყვე­ლა­ზე დიდი მოთხოვ­ნა თეთრ თი­ხა­სა და ფა­ი­ფურ­ზეა. ვთქვათ, ადა­მი­ანს სურს სარ­კის ჩარ­ჩო, კედ­ლის პა­ნო, ლარ­ნა­კი ან დე­კო­რა­ტი­უ­ლი თეფ­შის დამ­ზა­დე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ თეთრ თი­ხა­სა და ფა­ი­ფურს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. პი­რა­დად მე, ქარ­თუ­ლი წი­თე­ლი თი­ხა მომ­წონს, მაგ­რამ ხალ­ხის უმე­ტეს ნა­წილს თვალ­ში თეთ­რი თი­ხა მოსდის, უფ­რო ეფექ­ტუ­რი თეთ­რი ფე­რია. თან თეთრ თი­ხა­ზე მო­ხა­ტუ­ლო­ბა ბევ­რად მკვეთ­რად ჩანს, წი­თე­ლი კი "ჭამს" ორ­ნა­მენტს. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­ს­ტე­რი­ერს, ლან­დ­შაფ­ტის, ანუ სა­ბა­ღო კე­რა­მი­კის­თ­ვის შა­მო­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ექ­ს­ტე­რი­ე­რი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დი­დი ზო­მის ნივ­თე­ბი ყინ­ვა­გამ­ძ­ლე უნ­და იყოს და ამ კუთხი­თაც შე­იმ­ჩ­ნე­ვა ინ­ტე­რე­სი.


- ვთქვათ, მაქვს სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნა. მინ­და აბა­ზა­ნა კე­რა­მი­კუ­ლი ნივ­თე­ბით გა­ფორ­მ­დეს, ასე­ვე მი­სა­ღებში დავ­დ­გა რამ­დე­ნი­მე დი­დი ზო­მის დე­კო­რა­ტი­უ­ლი ლარ­ნა­კი თუ სხვა ნივ­თი, რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა?

- ამ სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბა სას­წა­ულ თან­ხებს არ უკავ­შირ­დე­ბა. გა­აჩ­ნია მა­სა­ლას, მხატ­ვ­რულ შეს­რუ­ლე­ბას, ნივ­თის ფორ­მას და სი­დი­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნივ­თი შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს რო­გორც 50, ისე 1000 ლა­რიც.


- ინტერიერის დიზაინზე თუ ვისაუბრებთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ტე­რი­ე­რის მო­საწყო­ბად დი­ზა­ი­ნე­რებს ცო­ტა მი­მარ­თავს. არა მ­ხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ფი­ნან­სებს ზო­გა­ვენ, არა­მედ ბევ­რი არ თვლის სა­ჭი­როდ მათ დახ­მა­რე­ბას და მი­აჩ­ნი­ათ, რომ თა­ვა­დაც მშვე­ნივ­რად არ­თ­მე­ვენ თავს რე­მონ­ტის პრო­ცესს. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ეს მიდ­გო­მა არ შე­იც­ვა­ლა?

- ნა­წი­ლობ­რივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია საქ­მე. ხალ­ხი ხვდე­ბა, რომ დი­ზა­ი­ნე­რი აუცი­ლე­ბე­ლია და ვი­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, მათ რჩე­ვებს ყო­ველ­თ­ვის ით­ვა­ლის­წი­ნებს. თან მა­თი დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯით გა­ა­კე­თო რე­მონ­ტი, ვიდ­რე მა­შინ, რო­ცა შე­ნი გე­მოვ­ნე­ბით იღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს. ვფიქ­რობ, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის თვალ­თა­ხედ­ვაც უფ­რო მე­ტად გა­ი­ზარ­და, ვიდ­რე წლე­ბის წინ. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, საზღ­ვარ­გა­რეთ მას­ტერ­კ­ლა­სებს და­ეს­წ­რონ და ცოდ­ნა გა­იღ­რ­მა­ვონ. ინ­ტერ­ნე­ტი დი­დ როლს თა­მა­შობს და გვეხ­მა­რე­ბა. მი­სი საშუალებით შე­გიძ­ლია ამა თუ იმ დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, თუ ერ­თი არ მო­გე­წო­ნე­ბა, მე­ო­რეს მი­მარ­თავ და ა.შ. ამ მხრი­ვაც უკ­ვე ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია.



კერამიკის გარდა, კედლის მოხატვასაც მთხოვენ და რამდენიმე ასეთი შეკვეთაც გავაკეთე. ბავშვის ოთახი გავალამაზე და საბოლოო შედეგი ნამდვილად კარგი იყო - ოთახის ფერთა ტონალობას ძალიან მოუხდა ხეზე ჩამომსხდარი ჩიტები, ხოლო ერთ კედელზე - ვარსკვლავები.

- ინ­ტე­რი­ერ­ში ფე­რებ­მა იმა­ტა. უწინ თუ ერ­თი ოთა­ხი ერ­თი ფე­რის იყო, მე­ო­რე - სხვა ტო­ნა­ლო­ბის, ახ­ლა ერ­თი ოთა­ხის რამ­დე­ნი­მე ფერ­ში გა­დაწყ­ვე­ტაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე რო­მე­ლი­მე კედ­ლის რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ფერ­ში შე­ღებ­ვა, ან ჭრე­ლი შპა­ლე­რით გა­ფორ­მე­ბა. ასეთ მრა­ვალ ფერ­ში გა­დაწყ­ვე­ტილ ოთა­ხებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია კე­რა­მი­კუ­ლი ნი­მუ­შე­ბის გან­თავ­სე­ბა, თუ "ზედ­მე­ტი" იქ­ნე­ბა?



- რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, შინ ყო­ველ­თ­ვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, ისე­თი სა­და ფე­რის კედ­ლე­ბი იყოს, რო­მელ­საც ად­ვი­ლად შე­უ­ხა­მებ ავეჯს თუ სხვა ნივ­თებს. ფე­რა­დი ან ჭრე­ლი ავე­ჯი, ან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თე­ბი ამ­გ­ვარ კედ­ლებ­ში უგე­მოვ­ნოდ არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა. ფე­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცო­ტა სა­რის­კოა და კარგ გათ­ვ­ლას სა­ჭი­რო­ებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს ჩაც­მუ­ლო­ბა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. მარ­თა­ლია, ბო­ლო ხანს სა­მო­სი უფ­რო მე­ტად ფე­რა­დია ვიდ­რე უწინ, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლე­ბი მა­ინც მუ­ქ სა­მოსს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. შა­ვი ელე­გან­ტუ­რი ფე­რია, რო­მე­ლიც ყველ­გან მი­სა­ღე­ბი და კომ­ფორ­ტუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­შია აქ­ტუ­ა­ლუ­რი და არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ამ ფე­რის სა­მოსს ირ­ჩევს. ვფიქ­რობ, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ და სხვა მუ­ქი ფე­რის სა­მოსს ირ­ჩე­ვენ, სახ­ლი­სა და ბი­ნის ინ­ტე­რი­ე­რის მოწყო­ბის დრო­საც, ფე­რა­დოვ­ნე­ბას გა­ურ­ბი­ან და თავს უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლად ერ­თი ფე­რის, სა­და სივ­რ­ცე­ში გრძნო­ბენ.



ანა კა­ლან­და­ძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები