2017 წლის საახლაწლო დეკორის ძირითადი ტენდენციები

ისევე, როგორც ინტერიერის გაფორმებისას, ახალი წლის დეკორის დროსაც არსებობს სტილი. ნაწილობრივ ეს დამოკიდებულია დიზაინზე, რომლის ელემენტადაც უნდა იქცეს ესა თუ ის სტილი. ახლა კი გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი, რომელიც აქტუალური იქნება 2017 წლისთვის.


ტრადიციული კლასიკა

ასეთი საზეიმო გაფორმება გულისხმობს ნატურალური ან თუნდაც ხელოვნური ნაძვის ხის მორთვას ჩვეულ, კლასიკურ სტილში ძველებური შუშის სათამაშოებით, გირლანდებითა და წვიმებით. ნაძვის ხის მოსართავი აქსესუარები ფერადია ან ერთ რომელიმე ფერშია გადაწყვეტილი. ხშირად ჭარბობს წითელი, ოქროსფერი, ცისფერი და თეთრი ფერები. ასევე ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ასეთ სტილის ძალიან უხდება

სადღესასწაულო ტექსტილი და სანთლები.

ფრანგული სტილი


პოპულარობის კუთხით არც ფრანგული და ბელგიური სტილი უნდა გამოგვრჩეს. ეს სტილი მოიცავს კლასიკური და თანამედროვე დეტალების ნაზავს. ტრადიციულისგან განსხვავებით, ასეთი დეკორი უფრო თავისუფალი და მსუბუქი გახლავთ. ეს სტილი გამოირჩევა თავისი გრაციუზულობითა და დახვეწილობით.


ეკო სტილი


ეკო სტილი განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. მისი მთავარი მახასიათებელი ნიშა ეკოლოგიურობაა, ანუ ნატურალური მასალების გამოყენება. ეკო სტილი გახლავთ სისადავე და უბრალოება. გაფორმებისას უპირატესობა ენიჭება ხეს, ქაღალდს, გირჩებს, ტოტებს და ა.შ. რაც შეეხება ფერთა გამას, როგორც ხვდებით, არის ძირითადად ყავისფერი, მწვანე და თეთრი.


ქანთრის სტილი


ეს სტილი მოიცავს ტრადიციული მასალებისა და ხის, ქვის და კერამიკის ერთობლიობას. ასეთ გაფორმებას ახასიათებს მასიური დეტალები. ქანთრის სტილი ასევე გამოირჩევა მეტალის, შუშის, ოქროსფერი თუ ვერცხლისფერი აქსესუარების სიმრავლით.


სოფლის სტილი


სოფლის სტილი გარკვეულწილად ქანთრის სტილის გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ. ის ძალიან გავს ზემონახსენებ სტილს, თუმცა ბევრად უბრალო და მარტივია.

სოფლის სტილში არ არის ოქრო, შუშა, თუმცა იგრძნობა შინაური სიმყუდროვე და სიმშვიდე. ასეთი დეკორის მთავარი ელემენტებია სანთლები, ხის ან ნაძვის ტოტები და გირჩები.


გლამური


ეს სტილი, როგორც ხვდებით, ძალიან ბრწყინავს და ანათებს, აქ უხვადაა მრავალი წარმოუდგენელი ელემენტიც კი. აქ ვერაფერს გახდებით ბრჭყვიალა და მეტალისა თუ შუშის აქსესუარების გარეშე.


სკანდინავიური სტილი


სკანდინავიური სტილი ყველაზე სადაა, თუმცა აქაც მოიძებნება ადგილი ტრადიციული მწვანე ნაძვის ხისათვის. ამ სტილში მთავარი აქცენტი ფერებზეა გაკეთებული. ამ სტილში გვხვდება ხშირად ალტერნატიული ნაძვის ხეები და ორიგინალური საახალწლო გაფორმებები. ძალიან აქტუალურია ტრადიციული შავ-თეთრი ფერთა გამა.


მინიმალიზმი


მინიმალიზმის დეკორაცია გამოირჩევა რაციონალურობითა და თავშეკავებით. ამ სტილს ახასიათებს ერთი ან ორი ძირითადი ელემენტი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის დანარჩენ ინტერიერს. ასეთ სტილში ძირითადად იყენებენ დიზაინერულ ელემენტებს.

კომენტარები

lalo 2016-12-27 14:52
ვიტირებ ახლა და ის იქნება

კომენტარის დამატება