ფერთა იდეალური შეთავსებები ინტერიერისთვის

ფერის შერჩევა ინტერიერისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. კარგად შეთავსებული და შერჩეული ფერთა გამა სახლს მყუდროებასა და კომფორტულობას სძენს, მისი მფლობელის გემოვნებაზეც მეტყველებს და გაძლევთ საშუალებით, ერთ არჩეულ სტილში გააფორმოთ ბინა. ეს არც ისე ადვილია, ამისთვის არსებობს დიზაინერული რჩევები და რამდენიმე ფოტოიდეაც, რომელთაც თქვენ გთავაზობთ.

ერთი აუცილებელი დეტალი არის ის, რომ სამოსშიც და ინტერიერშიც არსებობს ე.წ. სამი ფერის პრინციპი. როგორც სამოსის დეტალები, ისე ინტერიერის, არ უნდა აღემატებოდეს სამ ფერს. ანუ ინტერიერში უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმუმ სამი (ან სულაც ორი) ძირითადი

ფერი, მისი გრადაციებით. მაგალითად, ყავისფერი და თეთრი, მათი გრადაციებითურთ – კრემისფრით, თამბაქოსფრით და ა.შ. ან იასამნისფერი და ნაცრისფერი (ძირითადი ფერები), რომელსაც შეიძლება დაემატოს ან მესამე ძირითადი ფერი (ვთქვათ, ლურჯი), ან იასამნისფრისა და ნაცრისფრის სხვადასხვა ტონი.

აღწერა

ხომ გაქვთ საყვარელი ფერები? გაქვთ სურვილები, რა ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი თქვენი სახლის ინტერიერი. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ იყოს შედარებით თბილი და სადა ტონები, რომლებიც აწყნარებს ადამიანს და კომფორტულს ხდის ბინას, და არ გადაამეტოთ ფერების შერჩევაში. იხილეთ გალერეა და გამოიყენეთ ეს იდეები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები