ავეჯის შერჩევა აზარტულ თამაშს წააგავს, ბაზარზე დიდი არჩევანია, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ხშირად ვერ ვგებულობთ, რას გვთავაზობენ და ღირს თუ არა ამა თუ იმ შემოთავაზებაზე დათანხმება. ყველას გვსურს, რომ ხარისხი შეესაბამებოდეს ფასს.
ახალი დივანი ბევრი ოჯახისთვის ახალ სახლში გადასვლის დროს პირველი სერიოზული ინვესტიცია. აქ მთავარია, არ შეცდეთ. ჩვენ შემოგთავაზებთ 5 მნიშვნელოვან რჩევას, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ დივანის შეძენის დროს.
რომელია ყველაზე მყარი კარკასი
ავეჯის ბევრი მწარმოებელი კარკასად ე.წ. დსპ-ს იყენებს, თუმცა უფრი საიმედო და მყარი კარკასი რაღა თქმა უნდა,
როგორ შევარჩიოთ დივანის შიგთავსი
არანკლებ მნიშვნელოვანია, თუ რა შიგთავსი აქვს დივანს. ბუმბულის ბალიშები ყველაზე მჩატე და კომფორტულია, თუმცა ის ფაქიზ მოპყრობას და მუდმივ მოვლას საჭიროებს. ცუდი ალტერნატივა არ არის ანტიალერგიული შიგთავსი, რომელიც არც ისე ძვირი ღირს, თუმცა ის მალე კარგავს ფორმას. ჩვენ გირჩევთ შეარჩიოთ კომბინირებული ვარიანტი, როდესაც ბუმბული უზრუნველყოფს სირბილეს, ხოლო ანტიალერგიული მასალა სტრუქტურას.
ყველაზე გამძლე შალითა
ამ გადაწყვეტილების მიღების დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები, სად უნდა მოთავსდეს დივანი და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი. თუ დივანი საძინებელსა და მისაღებში უნდა მოვათავსოთ ჯობს არჩევანი შედარებით მაგარ ფაქტურაზე გააკეთო, მაგალითად ჟაკარდსა და შალზე. ეს ბუნებრივი მასალაა, რომელიც ადვილად იწმინდება. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება შალითის სისქეზე, თხელი გადასაკრავი მალე კარგავს იერს.
დივანის სტილი და ფორმა
ერთადერთი და ყველაზე მნიშვნეოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ღირს დივანის ონლაინ შეძენა გახლავთ ის, რომ ყიდვის წინ მას ვერ დატესტავთ. ავეჯის ზომის, ფაქტურის და სტილის შეფასება მაღაზიაში უფრო მოსახერხებელია.
რა ღირს კარგი დივანი
დივანი საკმაოდ სერიოზული შენაძენია, რომელზეც ეკონიმიის გაკეთებასაც არ გირჩევთ. დივანი ნებისმიერ სახლში ყველაზე მოხმარებადი ავეჯია, რომელზეც ადამიანები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ. კარკასსა და შალითაზე ეკონომიით რეალურად ეკონომიას საკუთარ ჯანმრთელობაზე აკეთებთ.