ეს ფერები სამზარეულოში არ უნდა გამოიყენოთ - როდის ჯობს პრიალა და როდის - გლუვი ზედაპირი


ძალიან ხშირად, განსაკუთრებით აგარაკებზე, დიასახლისები ფიქრობენ ხოლმე სამზარეულო გარნიტურის გადაღებვას, ეს გარემოს განახლების და გადახალისების შედარებით მარტივი საშუალებაა, თუმცა, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ორჯერ დაფიქრდით, სანამ რომელიმე მკვეთრ ან ორიგინალურ ფერს შეარჩევთ. ის შეიძლება ძალიან მალე მოგბეზრდეთ.
სამზარეულოს კარადები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ ფერის შერჩევის დროს ვიყოთ ფრთხილები და მკვეთრი ფერები არ შევარჩიოთ, მაგალითად არ ღირს აქცენტის გაკეთება ნარინჯისფერ, შინდისფერ გარნიტურზე, არც მწვანეზე, სხვათა შორის, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით
სარგებლობს.

ასევე კარგად დასაფიქრებელია წითელი ფერი. ეს ცოტა პრეტენზიული ფერია და შესაძლოა შემდეგ დანარჩენი ინტერიერის გაფორმების დროს შეგექმნათ პრობლემები.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მიუღებელი ფერი სამზარეულოსთვის მაინც იასამნისფერია.

რაც შეეხება თავად მასალას, პრიალა სჯობს თუ დაბურული, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი ნიუანსი, თუ სამზარეულო მზიან მხარეს გაქვთ და მზის პირდაპირ სხივებს ვერ ასცდებით, მაშინ პრიალა ზედაპირზე უმჯობესია უარი თქვათ.

თუ სამზარეულო მცირე გაბარიტების არის, პრიალა ფასადი მას ვიზუალურად სივრცეში გაზრდის და პრიალა ზედაპირი უფრო გამოგადგებათ. დაბურული ზედაპირი კი ბევრად მარტივი მოსავლელია, ვიდრე პრიალა, რომელსაც ძალიან ეტყობა ხოლმე ნათითურები.

კომენტარები

priligy at walgreens 2025-06-22 17:10
Certain signals, which are also trial balloons testing the reaction to publicly formulated plans for the annexation of Donbas by Russia so far in the form of requests of the people to the Tsar are already observable 7 where to buy priligy in usa 5 10 6 cells well using either WT PGP1 hiPSCs or a 1 2 ratio of iEndo WT PGP1 hiPSCs in EBCM supplemented with 10 ОјM Y 27632

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები