ამ შენობაში 300 წლის წინ სამხედრო შტაბი იყო განთავსებული. ახალი მეპატრონე ბინის გარემონტებას და მასში ცხოვრებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ მისი ტურისტებზე გაქირავება გადაწყვიტა.
იმისათვის, რომ ბინა კიდე უფრო სასურველი გაეხადა, მოიფიქრა საუნის გაკეთება, ეს მას სხვა ბინებისგან რაღაცით გამორჩეულს და ალბათ უფრო სასურველს გახდიდა. საინტერესოა იმის ხაზგასმაც, რომ სახლი სულ რაღაც 30 კვ.მ.ს მოიცავს.
გამომდინარე იქიდან, რომ კედლები და იატაკი საშინელ მდგომარეობაში იყო, ტიხრები სულ მოინგრა და თავიდან გაკეთდა. კედლები გასწორდა და გაილესა. სახლის პლუსად შეიძლება ჩაითვალოს ოთხი ფანჯრის არსებობა.
ავეჯი ბიუჯეტური შეიძინა ასევე ბიუჯეტური ვარიანტია გამოყენებული ავეჯისა და დეკორის შემთხვევაში.
სახლის შუაგულში მოეწყო სასადილო ზონა, რომლის თავზეც დაკიდეს ტელევიზორო.
საძინებელი ნიშაში მდებარეობს, რომელიც საძინებელს შემოსასვლელისგან ყოფს. სივრცე ღია ფერებშია. ფანჯრის რაფები კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული, ფანჯრის კუთხეები კი ყვითლად არის შეღებილი, რათა ცუდ ამინდშიც კი მზის ეფექტი იგრძნობოდეს.
საძინებლის მოპირდაპირედ დივანია პატარა მაგიდასთან ერთად. სურვილის
შემთხვევაში დივანი იშლება და იქმნება კიდევ ერთი დასაძინებელი ადგილი.
რაც შეეხება აბაზანას, აქ გამოყენებულია თეთრი ფილები და ნესტგამძლე საღებავი, მწვანე ფერის. აქ არის ყველაფერი, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს - დიდი ზომის ნიჟარა თავისი შესანახი სისტემებით, რა თქმა უნდა, უნიტაზი, საშხაპე კაბინა, სარეცხის მანქანა და საუნაც კი.
აბაზანაში გარკვეული ნაწილი ფილებით არის მოპირკეთებული, დანარჩენი კი ხის იატაკია.
კომენტარები