სამზარეულოს თუ კარგად დააკვირდებით, დიასახლისის ხასიათს გამოიცნობთ


სამზარეულოს ინტერიერს ბევრი რამის თქმა შეუძლია მისი მფლობელის ხასიათზე. ინტერიერში არსებული სტილი და ძირითადი გეომეტრიული ფორმები პირდაპირ კავშირშია ადამიანის პიროვნების ტიპთან, ქცევასთან და ჩვევებთან.

სტილი

სამზარეულოს გასაფორმებლად არჩეულ სტილს ბევრი რამის თქმა შეუძლია დიასახლისის ხასიათზე და მის შინაგან სამყაროზე. და ეს ეხება არა მხოლოდ გარემოს, არამედ იმ ატმოსფეროს, რომელიც სუფევს ოთახში, სადაც ოჯახის ყველა წევრი იკრიბება ერთ მაგიდასთან.

კლასიკური სტილი


თუ სამზარეულო კლასიკურ სტილშია, მაშინვე ირკვევა, რომ სახლში პრაქტიკული ადამიანები ცხოვრობენ. კლასიკური სამზარეულოს მფლობელს, როგორც წესი, არ უყვარს ცვლილება და
უპირატესობას სტაბილურობას ანიჭებს. დასრულებული ინტერიერი ჰარმონიულად აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიას, ხის მასალას და კეთილშობილურ ფერებს, რაც დიდხანს გაახარებს თვალს და არ საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს. დიასახლისმა შესანიშნავად იცის საჭმლის მომზადება, უპირატესობას ანიჭებს წლების განმავლობაში გამოცდილ რეცეპტებს და ხშირად არ მიმართავს კულინარიულ ექსპერიმენტებს.

ჰაი ტეკი


მაღალტექნოლოგიური სამზარეულო მრავალფუნქციურობაზე მეტყველებს, ამიტომ ასეთ სამზარეულოში უამრავი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომლის მთავარი მიზანია დიასახლისს მაქსიმალურად გაუადვილოს საჭმლის მომზადების პროცესი. აქ სუფევს სრულყოფილი წესრიგი. ასეთი სამზარეულოს დიასახლისმა ნამდვილად იცის, რა სურს ცხოვრებიდან და როგორ მიაღწიოს ამას. ის არ აპირებს დიდი დროის გატარებას ღუმელთან, რადგან უპირატესობას კარიერას ანიჭებს, ხშირად დასვენებაც ავიწყდება. ამ მიზეზით ის ირჩევს სამზარეულოს, სადაც ყველაფერი თავის ადგილზე იქნება.

პროვანსი



პროვანსის სტილის სამზარეულოში ავეჯი ძალიან მყუდრო და თბილია: ბევრი მცენარეა, ქილები სანელებლებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ასეთი სამზარეულოს დიასახლისი შემოქმედებითი ადამიანია, რომელსაც აქვს ჩვევა, ყველაფერი იდეალურად გააკეთოს.
შინაგანი ჰარმონია გამოიხატება ფერების, ფორმების, ტექსტურების და მასალების კომბინაციაში. ასეთი სამზარეულოს მფლობელი რეალისტია და ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას ფილოსოფიურად უყურებს. მან იცის, როგორ მოძებნოს გამოსავალი ყველაზე რთული სიტუაციებიდან, ჰყავს ბევრი მეგობარი და აქვს ბევრი ჰობი. ხალხს სიამოვნებს მასტან სტუმრობა.

მინიმალიზმი


მინიმალისტური სტილის სამზარეულოს დიასახლისი გამოირჩვა რადიკალიზმით. მის სამყაროში ზედმეტი არაფერია, ამიტომ სტუმრებისა და ოჯახის წევრებისთვის ეს ცოტა მოსაწყენია. მის მფლობელს თავში ყოველთვის აქვს უამრავი იდეა და ფანტაზია, რომელსაც წარმატებით აცოცხლებს, რის გამოც მისთვის სამზარეულო დასვენებისა და ფიქრებისგან განთავისუფლების ადგილია. ის ხშირად მართავს გრანდიოზულ წვეულებებს და ცდილობს კერძების მომზადებას ყველაზე უჩვეულო რეცეპტების მიხედვით.

ქანთრის სტილი


ამ ტილს აფასებენ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ თანამედროვე კომფორტს. დასრულებული დიზაინი მყუდრო და ფუნქციონალურია. დიასახლისი აფასებს კომფორტს.

კომენტარის დამატება