ბიანკა ცენსორიმ მოულოდნელად მიიპყრო ყურადღება არა თავისი სკანდალური იმიჯით, არამედ პროფესიული საქმიანობით. მის მიერ შექმნილი სახლების ფოტოებმა ვირუსულად მოიცვა ინტერნეტ სივრცე.
შეგახსენებთ, რომ კანიე უესტის მეუღლეს არქიტექტურული განათლება აქვს მიღებული. თავდაპირველად ოცნებობდა, მოქანდაკე გამხდარიყო, მაგრამ შემდეგ ინტერესები შეიცვალა და მელბურნის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში. თავისი კარიერის განმავლობაში ბიანკამ ინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან მოახერხა მუშაობა, როგორებიც იყვნენ ვალერიო ოლგიატი და ვინსენტ ვან დუისენი.
2021 წელს ცენსორმა კოლეგებთან, ტანილ რაჰიფთან და იბრაჰიმ სალმანთან ერთად დააპროექტა ქვის ხანის სტილის სახლი
კალიფორნიის ეროვნულ პარკში.
ხის რეზიდენციას ძალიან უჩვეულო დიზაინი აქვს: უზარმაზარ ქვის ლოდებზე დამაგრებული ბრტყელი თეთრი ფილა სახურავის ფუნქციას ასრულებს. მიუხედავად მეგალითური სტრუქტურისა, შენობა ინარჩუნებს თანამედროვე იერს - იატაკიდან ჭერამდე მინის ფანჯრები ქვებს შორისაა მოქცეული, კლდეშიკი გლუვი ავეჯია ჩაშენებული.
ბიანკას პორტფოლიოში ნათქვამია, რომ მისი პროექტი, ქვის ხანის არქიტექტურა, ხელახლა წარმოადგენს მშენებლობას "პრეისტორიის ობიექტივიდან" და "აღვივებს დიალოგს წარსულსა და აწმყოს შორის". ის და მისი გუნდი ამ კონცეფციას "პრიმიტიულ ფუტურიზმს" უწოდებენ.
ეს არქიტექტურული ფილოსოფია, რომელშიც შენობებსა და ბუნებას შეუძლიათ "თანაცხოვრება სიმბიოზურ ურთიერთობაში" კარგად ჩანს ბიანკას კიდევ ერთ პროექტი, არაბეთის უდაბნოში. ეს ადგილი ალბათ ქანიე უესტის წვეულებებისა და კონცერტების სამასპინძლოდ შეიქმნა.