სახლების მოწყობისას ადამიანები ყურადღებას საკუთარ უპირატესობებზე ამახვილებენ. ცოტამ თუ იცის, რომ ბევრი ადამიანის გემოვნება ერთი და იგივე ასაკში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საინტერესოა, როგორ იცვლება ბინის დიზაინი მისი მფლობელის ასაკთან ერთად და რა ელემენტებს აქცევს თითოეული ჩვენგანი ერთდროულად ყურადღებას.
ზოგიერთისთვის საკუთარი სახლის მოწყობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი კაბა ან ტუჩსაცხი. როგორც წესი, ქალები სულს დებენ საკუთარ სახლში, სოლიდურ თანხებს ხარჯავენ დიზაინერულ თუ ვინტაჟურ ავეჯსა და ლამაზ წვრილმანებზე, რომლებიც ავსებენ ინტერიერს. დროთა განმავლობაში იცვლება გემოვნება და უპირატესობები და, შესაბამისად, ბინის დიზაინი
თითქოს თითოეულ ჩვენგანთან ერთად იზრდება და ხელახლა იბადება.
30 წელი
30 წელი ის ასაკია, როდესაც თითქოს იწყება ძალიან "რეალური" ცხოვრება, მაგრამ ამავდროულად ადამინის სულში არის პატარა სევდა უდარდელი ახალგაზრდობის მიმართ. როგორც წესი, ეს წლები გადის სტაბილურად, ქალები ოჯახურ გზას ადგებიან, იწყებენ შვილებზე ფიქრს, თუ დედობის ბედნიერება ცოტა ადრე არ შემოსულა მათ ცხოვრებაში.
ამ ასაკში "ერთოთახიანი აპარტამენტები" და სტუდიები უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს მეტ კვადრატულ მეტრებს, სადაც იდეალურ სიტუაციაში ოჯახის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს კუთხე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან და აზრებთან მარტო ყოფნას. საუკეთესო სცენარის მიხედვით, ამ ასაკის ქალის ბინას ორი სველი წერტილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს უკვე ფუფუნებაა და უნდა გვახსოვდეს, რომ აბაზანასთან რიგის თავიდან აცილებაც არის შესაძლებელი სწორად დაგეგმვის შემთხვევაში. ბინის არჩევისას, ბევრი ოცდაათი წლის ადამიანი ცდილობს იყოს სამსახურთან ახლოს, დედებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ახლომდებარე საბავშვო ბაღებისა და სკოლების არსებობა.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ ბევრი რამ ინდივიდუალურია, თუმცა ყველასთვის მთავარია სივრცის ერგონომიკა, ნივთები თავის ადგილზე უნდა იყოს და სამუშაო კუთხე, მაგალითად, არასდროს არ უნდა იყოს საძინებელში.
40 წელი
40 წლის ასაკიდან აქცენტი ოჯახის საზრუნავებიდან საკუთარ თავზე გადადის. ქალები ცდილობენ ყურადღება მიაქციონ პირად საჭიროებებს და პირველ რიგში საკუთარ კომფორტზე გაამახვილონ ყურადღება.
ორმოცი წლის ქალები ცდილობენ სულ უფრო მეტად დააფასონ ოჯახთან გატარებული დრო. მათთვის მნიშვნელოვანია მეუღლესთან და შვილებთან დროის გატარება: მოგზაურობები, ვახშამი და თუნდაც უბრალო ინტიმური საუბრები საღამოობით ვახშმის დროს. ისინი აღარ ფიქრობენ კარიერის მოწყობაზე და ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ ცხოვრების მარტივ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებზე, რისთვისაც შესაძლოა აქამდე არ ჰქონოდათ საკმარისი დრო.
ბინაში წესრიგი და სრული ჰარმონიის განცდა მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე. ისინი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სისუფთავეს და უარს ამბობენ ინტერიერის თვალწარმტაც გადაწყვეტილებებზე. მათი სახლი სულ უფრო და უფრო ივსება მცენარეებითა და ახალი ყვავილებით, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ანიჭებენ გარემოს, სიმშვიდესა და ხარისხიან დასვენებაზე მიანიშნებენ. ბუნებრივი მასალები დროდადრო შემოდის ავეჯის დიზაინში და ფერთა სქემა უფრო და უფრო მშვიდი ხდება.
50 წელი
იმისდა მიუხედავად, რომ 50 წლის ასაკში, როგორც ჩანს, მთავარი სურვილი უნდა იყოს განსაკუთრებული სტერილობა, მინიმალიზმი და ხმაურის იზოლაცია, სინამდვილეში ყველაფერი სრულიად განსხვავებულია - ბოლოს და ბოლოს, ტყუილად არ არის, რომ ამ წლებს უწოდებენ "მეორე ახალგაზრდობას".
ხშირად ამ ასაკში ქალებს სურთ ბინიდან დიდ, საკუთარ სახლში გადასვლა. ცდილობენ მოაწყონ ისე, ჰქონდეთ იდეალური, უნიკალური სამყარო, სადაც შეძლებენ გაერთონ საყვარელ ადამიანებთან ერთად და დაისვენონ მძიმე დღის შემდეგ.
მოკრძალებისა და ერთგვაროვნების დრო წარსულს ჩაბარდა და მათ ცვლის (ყურადღება!) ექსპერიმენტული და ნათელი გადაწყვეტილებები. არაჩვეულებრივი პრინტები ტექსტილში (გაუმარჯოს "ლეოპარდს" და "ზებრას"!), თამამი გადაწყვეტილებები ავეჯში და საკუთარი ხელით შექმნილი აყვავებული ინტერიერი - აი, რას ნახავთ ამ ასაკის ადამიანის სახლში. ორმოცდაათი წლის ქალი, ანუ მეხუთე ათწლეული იგივეა, რაც მეორე, უბრალოდ მეტი ცოდნითა და გამოცდილებით.