ახდენილი ოცნება მალდივის წყალქვეშა რესტორანში - ლასტები არ დაგჭირდებათ


მალდივებზე არსებული ეს წყალქვეშა რესტორანი მოგცემთ საშუალებას ჩაყვინთოთ ოკეანეში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუმცა ლასტები და აკვალანგი ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ.



იმისათვის, რომ მიიღოთ საოცარი სიამოვნება და საკუთარი თვალით ნახოთ, რა ხდება ოკეანის შუაგულში 5 მეტრის სიღრმეზე მოგიწვეთ ჩასვლა.
ამ რესტორნის მთელი ხიბლი არა მარტო მისი კულინარიული შედევრებია, არამედ ის, რის ნახვასაც იქ შეძლებთ. აქ საკუთარი თვალით შეძლებთ ულამაზესი თევზების, ვეებერთელა კუების და ზოგჯერ ზვიგენების ნახვასაც კი.




რესოტორანი მალდივების ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. აქ განალაგებულია საოცარი, მდიდრული ვილები, უსუთავესი პლაჟები, ცისფერი
ლაგუნა და რაღა თქმა უნდა, ჩვენი ზემოთხსენებული რესტორანი.



როგორც უკვე გითხარით, რესტორანი ოკეანის სიღრმეში მდებარეობს და სწორედ ეს ლოკაცია ხდის მას უნიკალურს.
სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ამ რესტორნის მიმართ დაუცხრომელ ინტერესს, ხალხს არ აშინებს 5 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა, არც ის, რომ მაგიდა სულ მცირე, რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაჯავშნო და არც ის, რომ შესაძლოა ზვიგენის ნახვა სულ ახლო მანძილიდან მოგიწიოს. აქ თავს ნამდვილს ქალთევზად იგრძნობთ, ზღვის სამყაროს ნაწილი ხდებით.



ძნელია იმ ემოცების გადმოცემა რასაც ადამიანი ამ ე.წ.აკვარიუმში მოხვერის დროს განიცდის. ადამიანი თითქოს შუშის ჭურჭელში იმყოფება. სარკის კოლონები და ჭერი ამ შეგრძნებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.



რა თქმა უნდა, აქ დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, მინა იმდენა სქელი და გამძლეა, რომ არანაირი საშიშროება არ არსებიობს, პერსონალიც სპეციალურად არის მომზადებული და ფორსმაჟორული სიტუაციები თითქმის გამორიცხულია.

დარბაზის თითოეულ მაგიდასთან არის ფანჯარა., სულ არის რვა მაგიდა და ერთიც დიდი მაგიდა დარბაზის ცენტრში მრავალრიცხოვანი წვეულებისთვის. სულ რესტორანში ერთდროულად მხლოდ 30 ადამიანის ყოფნაა დასაშვები.




აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის ყურდღება მხოლოდ წყლისკენ იყოს მიმართული და კონცენტრაცია არაფერმა დაურღვიოს.
რესტორანს აქვს საკუთარი ღვინის მარანიც, უძველესი ღვინო 1795 წლით თარიღდება, უახლესი იკი 2016 წლით. ასე რომ, რესტორნის ხიბლი არა მხოლოდ გასაოცარი ხედებია, არამედ მშვენიერი სამზარეულო და ღვინის მარანიც არის.



საუზმე აღნიშნულ რესტორანში ერთ კაცზე მინიმუმ 200 დოლარი გახლავთ, სადილი და ვახშამი კი მინიმუმ 300 დოლარი. თუ მარნის ღვინის დაგემოვნებასაც გადაწყვტთ კიდევ 150-200 დოლარის დამატება მოგიწევთ. ფასდები შტამბეჭდავია, თუმცა, როგორც მეპატრონეები აღნიშნავენ, განცდილი და დანახული ამად ღირს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები