ზოგიერთი რამ ნივთების შესახებ, რომელთა შესახებ თურმე არაფერი გვცოდნია


ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ ნივთის რომელიმე შემადგენელ ნაწილზე საერთოდ არაფერი ვიცით, არადა, თურმე მას სპეცოალური დანიშნულება აქვს. მაინც რა?
მოდით გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს, რომელიც ბევრჯერ შეგიმჩნევიათ, თუმცა არასდროს დაფიქრებულხართ, რისთვის არსებობს იგი.

1. ნახვრეტი ლიფტის კარზე



ალბათ ბევრ ჩვენგანს შეუმჩნევია მსგავსი ნახვრეტი ზოგიერთი ლიფტის კარზე და ეს ერთი შეხედვით ვენტილაციის მექანიზმს წააგავს, თუმცა ასე არ არის. ამ ნახვრეტის გასაღები მეხანძრეებს და ლიფტის სპეციალურ მუშაკებს აქვთ, რათა საჭიროების შემთხვევაში კარის მარტივად გაღება მოახერხონ.

2. ნაყინის კოვზი



სხვადასხვა ფერის ნაყინის
კოვზები მართლაც რომ ლამაზად გამოიყურება, თუმცა ეს მხოლოდ სილამზისთვის როდია შექმნილი. საქმე ის არის, რომ გარკვეული ფერი გარკვეულ ზომას აღნიშნავს და ეს მის მოხმარებას ბევრად ამარტივებს.

3. ბაფთა საცვლებზე



ბაფთა ქალის საცვალზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არავის აოცებს, იმდენად მიჩვეულები ვართ, მაგრამ რა დანიშნულება აქვს ამ ბაფთას და საიდან მოდის?
ეს ბაფტა ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქიდან მოდის, როდესაც ქალბატონები საცვლებს სიბნელეში იცმევდნენ და ასე მარტივად არჩევდნენ წინა და უკანა მხარეს, თან მაშინ არ იყო ე.წ. რეზინები და თასმას სამაგრად იყენებდნენ.

4. წარწერა საპირფარეშოს კარზე



ასეთი წარწერა აუცილებლად გექნებათ ნანახი ნებისმიერი თვითმფრინავის ტუალეტის კარზე. ამაში უცნაუროი ერთი შეხედვით არაფერია, თუმცა თუ ამ წარწერიან დაფას ზემოთ აწევთ მის ქვემოთ სპეციალურ საკეტს აღმოაჩენთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კარის გარედან გაღების საშუალებას იძლევა.

5. დაფის საწმენდი ღრუბელი



მარკერის დაფის საწმენდად სპეციალურ ღრუბელს იყენებენ ხოლმე, რომელიც ძალიან მალე ცვდება. ბევრმა არ იცის, რომ ეს ღრუბელი შედგება ფენებისგან, თუ ზედა ფენას ააცლით სულ ახალ ღრუბელს მიიღებთ.

6. ალტერნატიული პინცეტი



თუ |თითში რამე შეგერჭოთ და იმ წუთას თან არ გაქვთ პინცეტი შემოგთავაზებთ პინცეტის დამზადების ალტერნატიულ ვარიანტს, საამისოდ სამი ცალი ხურდა ფული დაგჭირდებათ და შედეგად შესანიშნავ ალტერნატიულ პინცეტს მიიღებთ.

7. ბორბალი ტოსტერზე



თითქოს ტოსტრზე მარტივი მექსნიზმი რაღა უნდა იყოს, თუმცა ბევრა ადამიანმა არც კი იცის რას აღნიშნავს ციფრები ტოსტერის მბრუნავ რეგულატორზე.
ბევრს გონია, რომ ეს ციფრებოი ტემპერატურასთან აის დაკავშირებული, თუმცა რეალურად ეს ციფრები გვიჩვენებს რამდენი ხანი გაჩერდება პურის ნაჭერი ტოსტერში.

8. პრინტერის კარტრიჯი



პრინტერის შემქმნელებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ მომხმარებელს კარტრიჯი რაც შეიძლება ხშირად შეეცვალა. აბა სცადეთ და როდესაც კომპიუტერით მიიღებთ შეტყობინებას, რომ კარტრიჯი დამთავრდა და ზომები უნდა მიიღოთ, ამოიღეთ იგი პრინტერიდან და სკრეპით კონტაქტებტან არსებულ პატარა ღილაკს დააჭირეთ. ამის შემდეგ კარტრიჯი თავის ადგილას დააბრუნეთ. Pპირობას გაძლევთ, რომ თქვენი პრინტერი გარკვეული პერიოდი კიდევ იმუშავებს.

9. შხაპის თავი



ძალიან ხშირად შხაპის თავი ნადებს იკეთებს და მისი გაწმენდა არც ისე ადვილია. ბევრ შხაპს აქვს ისეთი თავი, რომელიც ტრიალებს და თქვენ წყლის ნაკადის კონტროლი შეგიძლიათ. სცადეთ და ეს სატრიალო კვირაში რამდენჯერმე ატრიალეთ, ცვალეთ რეჟიმი, ასე ნადები თავისთავად ჩამოცვივა და შხაპიც უფრო მეტ ხანს მოგემსახურებათ.

10. ნახვრეტები ყავის შეფუთვაზე



კარგად თუ დააკვირდებით ნატურალური ყავის შეფუთვას შენიშნავთ სულ პატარ ზომის ნახვრეტებს. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს ნახვრეტები იმისთვის არსებობს, რათა მყიდველმა სუნით შეფასოს პროდუქტი, თუმცა ასე როდია, ეს ნახვრეტები იმისთვის არის, რათა შეფუთვოიდან გაზების გამოყოფა მოხერხდეს, რომელსაც პროდუქტი მოხლის შედეგად გამოყოფს, წინააღმდეგ შემთვევაში შეფუთვა გასკდებოდა.

11. კლავიატურა



კლავიატურას ფეხები იმიტომ კი არ აქვს, რომ დაქანების წყალობით ბეჭდვის დროს ხელი არ დაგვეღალოს, არამედ იმიტომ, რომ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვას მიჩვეულ ადმიანებს კლავიატურაზე ბეჭდვის პროცესი გამარტივებოდათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები