ამ გოგონას სამი წელი დასჭირდა, ავტობუსი კეთილმოწყობილ სახლად რომ ექცია

სახლი ბორბლებზე

თანამედროვე ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. აღარავის უნდა იპოთიკისა და ქირის გადახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი კი ყველას ოცნებაა. ამ ოცნების განხორციელებას ყველა თავისებურად ცდილობს, ზოგი უნიკალურადაც. ჰოდა, ამ ამერიკელმა გოგონამ საკუთარ ოცნებებს ფრთები შემდეგნაირად შეასხა. იგი იმდენად გაიტაცა მინიმალიზმის ფილოსოფიამ და ცხოვრების ეკოლოგიურმა სტილმა, რომ გადაწყვიტა, ძველი, დიდი ხნის ჩამოწერილი ავტობუსი ოცნების სახლად ექცია.

ყველამ კარგად ვიცით, რა ძვირია მეგაპოლისებში ცხოვრება და ქირის გადახდა, განსაკუთრებით ისეთ მეგაპოლისში, როგორიც ნიუ იორკია. ჯესი ლიპსკინი სახლს
მანჰეტენზე ქირაობდა. იგი დაიღალა მუდმივად იმის შიშში ცხოვრებით, რომ ერთ დღესაც ყველა გადასახდს ვერ გადაიხდიდა. გოგონამ გადაწყვიტა, უფრო მშვიდიდ ცხოვრება დაეწყო ქალაქიდან მოშორებით და შესაფერისი საცხოვრებელი ფართის ძიებას მიჰყო ხელი.

უამრავი ვარიანტი განიხილა და საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტურისტული ავტობუსის შეძენა იქნებოდა. ასეთი ავტობუსის გაბარიტები და მისი მობილობა მისცემდა გოგონას საშუალებას, მთელი წლის განმავლობაში უპრობლემოდ ეცხოვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა, შეიძინა ძველი, 1966 წელს გამოშვებული ავტობუსი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში კი იყო, თუმცა ტრანსფორმაციას დაექვემდებარებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი გამცდილება არ ჰქონია მსგავს საქმიანობაში, სარემონტო პროცესი საკმაოდ გაიწელა, დაახლოებით 3 წელიწადი გაგრძელდა.

პირველ რიგში ავტობუსი მთლიანად დაშალეს და ყველა ტექნიკური ხარვეზი გამოასწორეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთდა თბო და ხმის იზოლაცია. ამ დროსვე გაკეთდა ყველა სახის კომუნიკაცია.

გაკეთდა ჩაშენებული ავეჯი. ეს ყველაზე შრომატევადი პროცესი იყო, რადგან მომრგვალებულ ჭერს უნდა მორგებოდა ყველაფერი. გარდა ამისა, ავეჯი უნდა ყოფილოყო ტრანსფორმერი, აკეცვა-გაშლის მექანიზმით.

მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დამონტაჟდა, გოგონა დაკავდა შიდა სივრცის ორგანიზებით და მაქსიმალურად ეცადა გაეზარდა სივრცე. ყველაფერი ნათელ ფერებში გადაღება. ინტერიერი სხვადასხვა აქსესუარით გადაახალისა, რათა ახალი სახლისთვის სიმყუდროვე და სითბო მიენიჭებინა.

წარმოიდგინეთ და გოგონამ ექსტერიერისთვისაც თეთრი ფერი შეარჩია. კრეატიულ პიროვნებას არ სურდა, მის სახლს სტანდარტული ავტობუსის ვიზუალი ჰქონოდა.

გოგონა მაქსიმალურად შეეცადა, რომ სივრცე არ ყოფილიყო ძალიან დანაწევრებული და ეს ნაწილობრვ გამოუვიდა კიდეც თუ არ ჩავთვლით აბაზანას და საძინებელს.
უკანა შუშა ავტობუსში ხელუხლებელი დატოვეს, რაც საძინებლის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.



ქირით ცხოვრების მრავალწლიანმა გამოცდილებამ ჯესი მიაჩვია მცირედით დაკმაყოფილებას, ორგანიზებასა და აკურატულობას. ამიტომ შეზღუდულ ფართში მისთვის კომფორტული სივრცის ორგანიზება არ გასჭირვებია. თქვენ წარმოიდგინეთ, მას ტანსაცმლის სრულფასოვანი კარადაც კი აქვს.

40-ადგილიანი ტურისტული ავტობუსი საკმაოდ ტევადი აღმოჩნდა. მასში გაკეთდა საშხაპე, საპირფარეშო და თქვენ წარმოიდგინეთ, სასტუმრო საძინებელიც კი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები