პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მე-18 საუკუნის შენობა დგას, რომლის პირველ სართულზე მრავალწლოვანი ისტორიის მატარებელი, ვინტაჟური სტილის ყვავილების მაღაზიაა ძველი ავეჯითა და პირვანდელი სახის ხელშეუხებელი ინტერიერით. მისი სტუმრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის: მთავრობის წევრები, ბიზნესმენები, მსახიობები, მაღალი მოდის ინდუსტრიის თანამშრომლები და ა.შ. ამ პრესტიჟული მაღაზიის კრეატიულ დირექტორს ბექა ცერცვაძეს 20 აპრილს 23 წელი შეუსრულდა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
ბექა მეოთხე წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. იქ ენის შესასწავლად გაემგზავრა, თბილისში ჟურნალისტიკას ეუფლებოდა და ამ კუთხით აპირებდა პროფესიული კარიერის
გაგრძელებას, მაგრამ პარიზში ფლორისტთა სკოლაში მოხვედრისა და მისი დასრულების შემდეგ მისი გეგმები შეიცვალა.
"გამიმართლა, რომ საქართველოდან ვიყავი, არავინ იცოდა, ეს ქვეყანა სად იყო და ვფიქრობ, ამან დააინტერესათ. შემდეგ უკვე სწავლის პროცესში გაკვეთილებზე ჩემი მასწავლებლები 10-15 წუთს მითმობდნენ, რომ საქართველოზე მელაპარაკა, მათ შორის - სიმბოლოებზეც. 9 აპრილის ფოტოებს ვაჩვენებდი და მოვუყევი, რომ რუსთაველზე ამ დღეს ყოველთვის ტიტები და მიხაკები მიგვაქვს. აღდგომის ტრადიციებზეც ვუამბობდი, როცა ხორბალს ვზრდით, კვერცხებს ენდროთი ვღებავთ. არც კი იცოდნენ, რომ ენდრო მცენარეა და მისი ფესვები წითელ ფერს გამოჰყოფს. მთელი სწავლების განმავლობაში ინფორმაციას ვცვლიდით, ისინი მე მასწავლიდნენ, მე კი ფლორისტებს იმ ინფორმაციას ვაწვდიდი, რაც თითქმის ყველამ იცის საქართველოში..."
"სამ მოდის სახლთან ოფიციალური კონტრაქტი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება, ყოველკვირა მოგვიწიოს მათი ოფისებისა და შოურუმების გაფორმებამ. მოდის სახლებს შორის ერთ-ერთი „შანელია“; კონტრაქტის მიხედვით, დანარჩენი ორის დასახელების უფლება არ მაქვს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, თავიდან ბევრს ვერც კი ვიცნობდი. ერთხელ, ჟერარ დეპარდიე შემოვიდა. ჩემმა უფროსმა გადაკოცნა, მოიკითხეს ერთმანეთი, მეგობრობენ. ის იმავე ქუჩაზე, ჩვენს მაღაზიასთან ახლოს ცხოვრობს. უცბად მისი სახელი ვერ გავიხსენე და ფილმიდან „ასტერიქსი და ობელიქსი“, "ბატონი ობელიქსით" მივმართე. ამაზე ორივეს გაეცინა (იღიმის). მას ჩვენგან დაახლოებით 10 მეტრში, პარიზში ერთ-ერთი საუკეთესო თევზის მაღაზია აქვს, სადაც კვირაში ერთხელ 2 საათით თავად დგება დახლთან, ხალხს თევზს უწონის ან იქვე ჯდება და ამით თავის შოუს აკეთებს..." განაგრძეთ კითხვა