ცოლ-ქმარმა რემონტის დროს იატაკის ქვეშ ოქროთი სავსე ყუთი იპოვა


ოჯახი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა სახლში, რომლის ქვეშაც საგანძური იყო დამარხული, ამის შესახებ კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ჩრდილოეთ იორკშირში, სოფელ ელერბიში, მე-18 საუკუნის ძველისძველ შენობაში მცხოვრებნი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი სამზარეულო ოქროს ნამდვილი საბადო იყო. Daily Mail-ის ცნობით, მობინადრეებმა სამზარეულოს რემონტის დროს იატაკის საფარი აყარეს და მის ქვეშ სამალავს წააწყდნენ, თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს ელექტრო კაბელების საცავი იყო. თუმცა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - იატაკის ქვეშ აღმოჩნდა ჭურჭელი, რომელიც სავსე იყო ძველი ოქროს მონეტებით.
დეტალური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლითონის
ჭურჭელში 264 მონეტა იდო 1610-1727 წლებით დათარიღებული.
ექსპერტიზისთვის სახლის მეპატრონეებმა აუქციონის სახლს Spink & Son-ს მიმართეს ლონდონში. აღმოჩნდა, რომ საგანძურის ღირებულება დაახლოებით 250 ათასი ფუნტია.

ექსპერტების აზრით, ეს არის სიმდიდრის მცირე ნაწილი, რომელიც გავლენიანი ოჯახის ფერნლი- მაისტერის კუთვნილებაა. ოჯახი ფლობდა რკინის მადნის, ხე-ტყისა და ნახშირის ბიზნესს. ამ გვარის წარმომადგენლებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრებიც კი. მონეტები დაგროვდა ჯოზეფ ფერნლისა და მისი მეუღლის სარა მეისტერის სიცოცხლეში. მამაკაცი 1725 წელს, ხოლო მისი ქვრივ 1745 წელს გარდაიცვალა.
აღმოჩენილი მონეტები შეიძლება სათითაოდ გაიტანონ აუქციონზე. ექსპერტები განსაკუთრებით ფასეულად თვლიან გეორგ I-ის დროის მონეტას, რომელიც არასწორად იყო მოჭრილი: მონარქის არასრული პორტრეტი და იგივე დიზაინი ორივე მხრიდანაა, ექსპერტები მას ყველაზე საინტერესო ნიმუშად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ აუქციონზე ის მინიმუმ 4000 ფუნტად შეფასდება.

კიდევ ერთი, 1675 წლის მონეტა ითვლება ძვირფასად და ის 1500 ფუნტად უნდა შეფასდეს.

აუქციონის სახლის Spink & Son-ის ნუმიზმატისტი გრეგორი ედმუნდის თქმით, განძი ნამდვილად ძალიან ძვირფასია, რადგან ინგლისურ ოქროს მონეტებს ძალზე იშვიათად ყიდიან. „264 მონეტა ერთად, ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენაა დიდ ბრიტანეთში. მე, როგორც მონეტების სპეციალისტს, მრავალწლიანი გამოცდილებით, მსგავსი არაფერი მახსოვს“, - აღნიშნა მან.

საიდუმლოდ რჩება მიზეზი, თუ რატომ დამალა ცნობილმა ოჯახმა ფული მიწის ქვეშ და როგორ აღმოჩნდა 1610 წლიდან 1727 წლამდე გამოშვებული მონეტები ერთად- ეს ხომ საკმაოდ დიდი პერიოდია დაზოგვისთვის.

კომენტარები

ნუმიზმატი 2022-09-08 09:06
ფოტოზე მონეტები ფატიმიანთა (الدولة الفاطمية) დინასტიისაა, 909–1171 წლები... სტატიაში კიდევ 1610-1727 წლებიო, ალბათ სტატიის ავტორმა იმ მონეტების ფოტო ვერ მოიძია...
თბილისი 2022-09-07 20:54
ფერნლი-მაისტერის ოჯახს შთამომავლები და მემკვიდრეები არ ჰყავთ?

კომენტარის დამატება