როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 5,5 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომში, იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 5 584 000 ლარს (2 000 000 აშ დოლარს) შეადგენს.

ss.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სახლის ფართობია 1100 კვ.მ, ხოლო ეზოსი - 800 კვ.მ. ამასთან, აქვს 7 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.

"იყიდება 1100 კვ.მ, 2 სართულიანი კერძო სახლი დიღომი #8-ში, არის სრულად გარემონტებული, აუზით, ეზო აქვს 800 კვ.მ, მისაღები ოთახით, სამზარეულოთი, ხუთი საძინებელი ოთახით, სველი წერტილებით, აივნით, ცენტრალური გათბობით, ავეჯით, ტექნიკით, ავტოფარეხითა და ყველა საჭირო კომუნიკაციით",- აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ ფოტოები

კომენტარები

შავაძე ჯუმბერი 2022-10-22 07:43
ბევრად უკეთესებია 5 მილიონად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები