არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში შესაძლოა უბედურების მომტანი აღმოჩნდეს ოჯახისთვის. მხატვრები ქმნიან ტილოებს, კოლექციონერები კი ამ ტილოებს აგროვებენ. ყველაზე ცნობილ მხატვრებსაც კი აქვთ ისეთი შედევრები, რომელთა გარშემოც უსიამოვნო საუბარი დღემდე აქტუალურია. არც ისე ცოტა ტილოა მსოფლიოში, რომლებიც უბედურების მომტანად მიიჩნევა. ამჯერად რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით.
უცნობი ქალი
ივან კრამსკის მიერ დახატული ამ უცნობი ქალის იდუმალი მზერა დროთა განმავლობაში საშიშად იქნა მიჩნეული. ამბობენ, რომ ვისაც კი ეს ტილო ჰქონია, ყველას პრობლემა შეექმნა ოჯახში, ზოგი ცოლმა მიატოვა, ზოგს სახლი დაეწვა... თუმცა ნახატი
გადარჩა.
ვენერა სარკით
ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დიეგო ველასკესის ამ ტილოს უბედურება მოჰქონდა თავისი მფლობელებისთვის, სანამ ის დანით არ დაჭრეს ლონდონის გალერეაში, რის შემდეგაც ამ საბედისწერო შედევრმა თავისი ძალა დაკარგა. თუმცა ამბობენ, რომ რეპროდუქციაც არ არის დიდად ბედნიერების მომტანი მისთვის, ვისაც ის სახლში უკიდია.
მტირალი ბიჭუნა
ჯოვანი ბრაგოლინის ეს ტილო გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა და ყველა გააოცა თავისი რეალისტურობით. ამბობდნენ, რომ ეს ნახატი მხატვარმა უბრალოდ როდი შექმნა, ის საკუთარ შვილს აშინებდა, სახესთან ასანთს უნთებდა, რისიც ბიჭუნას ძალიან ეშინოდა. ტილო ძალიან პოპულარული გახდა, მისი რეპროდუქციული ნამუშევრები ბევრ ოჯახში ეკიდა და გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ოჯახებში ჩნდებოდა ხანძრები. შესაძლოა ამ დამთხვევებისთვის ყურადღება არავის მიექცია, რომ არა ერთი დეტალი - ყველა ოჯახში ნახატი უვნებელი რჩებოდა. ამ ფაქტს დიდი ამბავი მოჰყვა, მოხალისეებმა ყველა ნახატი ერთად შეკრიბეს და დაწვეს, თუმცა ორიგინალი მაინც გადარჩა და ერთ-ერთ კერძო კოლექციაში ინახება.
წყლის ლილიები
კიდევ ერთი ტილო, რომელსაც უკავშირდება ხანძრები სახლებსა და მუზეუმებში. ეს ნახატი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს შექმნილია. ლილიები მას მრავლად აქვს დახატული, თუმცა უსიამოვნო ხმები მხოლოდ ამ ტილოსთან დაკავშირებით გავრცელდა.
ამბობენ, რომ პირველი მსხვერპლი თავად მონე იყო, ნამუშევრის დასრულებისთანავე მხატვრის სახელოსნოში ხანძარი გაჩნდა და ნამუშევრების უმრავლესობა დაიწვა, ლილიები კი გადარჩა. გულდაწყვეტილმა მხატვარმა ტილო ერ-ერთ კაბარეს მოჰყიდა, რომელიც ასევე... დაიწვა. ამჯერადაც გადარჩენილი ტილო ერთ-ერთმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა და ერთ წელიწადში მის კაბინეტშიც ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალე მთელ სახლს მოედო, თუმცა კედელი, რომელზეც ნახატი ეკიდა, უვნებელი დარჩა.
ამის შემდეგ ეს ტილო კიდევ ბევრჯერ გაიყიდა, სანამ 1958 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში არ მოხდა გახმაურებული ხანძარი, რომლის შედეგადაც მუზეუმის თანამშრომელი დაიღუპა. თითქოს ის იყო შეწირული მსხვერპლი, რომელმაც გაწყვიტა უბედურების ჯაჭვი, ტილო მუზეუმის კოლექციაში დარჩა, თუმცა ხანძრების სერია შეწყდა.
მას ხელები არ ემორჩილება
ბილ სტოუნჰემის ამ ნახატის დაკიდება თურმე არ შეიძლება სახლში, სადაც პატარა ბავშვები არიან. ნახატის ასლის მფლობელები დააკვირდნენ, რომ მათ შვილებს, ნახატის შეძენიდან მალევე, მძიმე დაავადებები ხვდებოდათ და კოშმარებისგან იტანჯებოდნენ. ტილო ექსტრასენსებმაც კი შეისწავლეს და დაჟინებით მოითხოვდნენ მის განადგურებას, თუმცა ორიგინალის ფასმა მხოლოდ აიწია ამ ხმების შემდეგ და 150 ევროდან (როგორც გაიყიდა თავდაპირველად) მილიონ დოლარამდე ავიდა ფასი. თავად ნახატის ავტორი ამტკიცებს, რომ თავად მასაც საკმაოდ აშფოთებდა ნახატო, როდესაც ხატავდა.
მხედარი ქალი
კარლ ბრიულოვის "მხედარი ქალის" რეპროდუქცია საბჭოთა პერიოდში ბევრს ეკიდა სახლებში და სასკოლო სახელმძღვანელოებშიც იყო შეტანილი. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კომპოზიტორის პაჩინის მცირეწლოვანი ძმიშვილი ჯოვანინა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ გოგონას ნათესავები არ დარჩა და რუსმა გრაფინიამ იულია სამოილოვამ წაიყვანა თავისთან. ბავშვი სიყვარულისა და ფუფუნების გარემოცვაში მოხვდა, მიიღო კარგი განათლება და კარლ ბრიულოვის მოდელადაც იქცა ამ ნახატისთვის, რომელზეც ცხენზე ამხედრებულია გამოსახული. თუმცა მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი სწორედ ცხენი გამხდარა - სეირნობის დროს გადმოვარდნილა და ცხენს გაუთელია.
პორტრეტს საკმაოდ ცუდი სახელი აქვს - მის შეძენას სულ ერიდებოდნენ კოლექციონერები, მით უმეტეს, თუ შინ ქალიშვილები ჰყავდათ.
ყვირილი
მუნკის ეს ცნობილი ნახატიც ცუდი სახელით სარგებლობს. ამბობენ, რომ მასაც უბედურება მოაქვს, განსაკუთრებით მისთვის, ვინც "აწყენინებს". ერთხელ იმ მუზეუმის თანამშრომელს, სადაც ინახებოდა ნახატი, შემთხვევით გაუვარდა ხელიდან. იმ დღიდან თავის ტკივილები დაიწყო და იმდენად აუტანელი გახდა ეს მდგომარეობა, რომ თავი მოიკლა. კიდევ ერთმა თანამშრომელმა ვერ დაიჭირა კარგად ხელში ტილო ექსპოზიციის ცვლილების დროს და გაუვარდა. რამდენიმე დღეში ავარიაში მოყვა და მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ხოლო მუზეუმის დამთვალიერებელი, რომელიც ჩუმად შეეხო ტილოს, თითქოსდა დაიწვაო, ასე ამბობენ.
შემდგომშიც დაავადებები და დეპრესიები ტანჯავდათ ადამიანებს, ვინც რაიმენაირად ეხებოდა ნახატს. თავად მხატვარიც თითქოს დაწყევლილი იყო: ადრეულ ბავშვობაში დაკარგა დედა, მერე - და, 14 წლისამ - ძმა. მეორე და შიზოფრენიით იტანჯებოდა, თავად მუნკს კი რამდენიმე მძიმე ნერვული შეტევა ჰქონდა და ელექტროშოკით მკურნალობდნენ.
მონა ლიზა
ლეონადრო და ვინჩის "ჯოკონდა" ან "მონა ლიზა", რომელიც ორივე სახელით არის ცნობილი, ალბათ, ყველაზე სახელგანთქმული ნახატია. თუმცა ამავდროულად ბევრი ამბობს, რომ ნახატს თავისებური მაგიაც აქვს. ვინც ცდილობს ამოიცნოს, რა იმალება ამ იდუმალი ღიმილის მიღმა, უჩვეულო ზემოქმედების ქვეშ ექცევა.
თავად მხატვრის გარემოცვა ამბობდა, რომ ლეონარდო შეპყრობილი იყო ნახატით და ვერ აცილებდა ხოლმე თვალს. დაუსრულებლად შეჰქონდა შესწორებები, ცვლიდა დეტალებს. მთელ ძალებს აცლიდა ეს ნახატი და დეპრესიას გვრიდა.
სამი საუკუნის შემდეგ ტილოს ძალაზე მწერალი სტენდალი წერდა. ისიც ამბობდა, რომ ჰიპნოზურად მოქმედებდა მასზე ტილო და ვერ აცილებდა თვალს. ისე დაებინდა ბოლოს გონება, რომ გული წაუვიდა. ლუვრის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ამ პორტრეტის წინ ხშირად მისდით გული ადამიანებს.
სასიყვარულო წერილები
რიჩარდ კინგის ამ ტილოზე გოგონა ნამდვილს ძალიან ჰგავს. ამ საყვარელი სახის მიღმა საკმაოდ ნაღვლიანი ისტორია იმალება.
ტილო კიდია ამერიკაში, ქალაქ ოსტინის სასტუმრო "დრისკილში". მასზე გამოსახული გოგონა კი ძალიან ჰგავს სამანტა ჰიუსტონს, ამერიკის სენატორის 4 წლის ქალიშვილს, რომელიც ამ სასტიმროში გარდაიცვალა. გოგონა კიბიდან გადმოვარდა, ბურთის თამაშის დროს. ლეგენდის თანახმად, ამ ამბის შემდეგ ნახატში გარდაცვლილი გოგონას სული ჩასახლდა.
სასტუმროს თანამშრომლები და სტუმრები ამბობენ, რომ ტილოზე გოგონას სახის გამომეტყველება ხშირად იცვლება. ასევე იმასაც ამტკიცებენ, რომ ნახატი ბევრს გვრის თავბრუსხვევასა და გულისრევას.

კომენტარები