ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებული ცნობით, ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის "EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023" ნომინანტი გახდა. EMYA2023 წლიური კონფერენცია და დაჯილდოვების ცერემონია 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, მასპინძელი ორგანიზაცია MUHBA ბარსელონის ისტორიის მუზეუმი. EMYA2023 წლიური კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონია EMYA-ს საზოგადოების წევრებს, მათ შორის ყოფილ კანდიდატებს, პარტნიორებსა და მეგობრებს გააერთიანებს.

ეს საკმაოდ სასიხარულო ფაქტია ქვეყნისთვის, ჩვენი მუზეუმებისთვის და აუცილებლად უნდა აღინიშნოს თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელის - ნინი სანადირაძის უდიდესი წვლილი
ამ საქმეშია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით რეაბილიტირდა არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, არამედ გაერთიანებაში შემავალი სხვა მუზეუმებიც - ნიკოლოზ ბარათაშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და ა.შ. 


ვულოცავთ ამ წარმატებას თბილისის მუზეუმების გაერთიანებას და მთელ საქართველოს და საბოლოო გამარჯვებასაც ვუსურვებთ. მანამდე კი იხილეთ ვრცელი სტატია განახლებულ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმზე და დაათვალიერეთ საოცარი გარემო:

ეპოქალური მნიშვნელობის სახლი - „შინ“ ილიასთან...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები