ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით გვთავაზობენ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოვიზიდოთ წარმატება ახალ წელს. როგორც ყოველთვის. ყოველ ახალ წელს პლანეტის მაცხოვრებლებს ერთი სურვილი აქვთ - გასული წელი, თავისი უსიამოვნებებითა და კრიზისებით წარსულს ჩაბარდეს და მოვიდეს ახალი, ფეხბედნიერი წელი, მოგვიტანოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება.
საამისოდ კი საჭიროა ძველი წლის სათანადოდ გაცილება და ახლის საკადრისად დახვედრა. მაგალითად, ნაძვის ხე უნდა მოვრთოთ სწორად. სწორად მორთვაში კი ასტროლოგები გულისხმობენ ზოდიაქოს ნიშნების გათვალისწინებას. როდესაც ოჯახში რამდენიმე ნიშნის წარმომადგენელი ცხოვრობს, ცოტ-ცოტა ყველას გათვალისწინება არის
კარგი.
ვერძი
ვერძი მამაცი და ამბიციურია, ამიტომ მას ისეთი ნაძვის ხე უნდა ჰქონდეს, სხვას რომ არ ექნება, გამორჩეული. ომბრეს სტილი მათ ნაძვის ხეს იდეალურად მოერგება. ანუ ყველა მოსართავი აქსესუარი უნდა იყოს ერთ ფერში, ზედა ნაწილი შედარებით მუქ ელფერებში, ქვედა კი შედარებით ღიაში.
კურო
კუროს უფრო ქანთრის სტილი უხდება, უბრალო და მშვიდი. ვარსკვლავები გვირჩევენ, ნაძვის ხეზე ტყის ბინადრების გამოსახულებები დაკიდოთ.
ტყუპები
ძალიან დაკავებულები არიან, ყოველთვის ცდილობენ ყველაფრის მოსწრებას, ნაძვის ხეც უნდა გამოხატავდეს მათ ხასიათს, უნდა იყოს კაშკაშა, თუმცა არა გადატვირთული. უმჯობესია უპირატესობა დიდ, ბრჭყვიალა ბურთებს მიანიჭონ.
კირჩხიბი
ძველმოდური კირჩხიბებისთვის შინაური სიმყუდროვე ძალიან მნიშვნელოვანია. მათთვის იდეალური ვარიანტი ტრადიციული ცოცხალი ნაძვის ხეა ძველისძველი, საგულდაგულოდ შენახული სათამაშოებით მორთული. რაც შეეხება ფერებს, უპირატესობა ოქროსფერს და ნარინჯისფერს უნდა მიანიჭონ.
ლომი
ამ ცეცხლოვან ნიშანს უყვარს, როდესაც გარემო ცოტა თეატრალიზებულია. არ აქვს მნიშვნელობა, ცოცხალი ნაძვის ექნება სახლში თუ ხელოვნური, მთავარია, რომ ის კაშკაშებდეს, ანათებდეს. ოქროსფერი და ბრინჯაოსფერი კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტ სადღესასწაულო ელფერს შესძენს.
ქალწული
ქალწულებს უბრალო და პრაქტიკული ნივთები იზიდავთ. მათი ნაძვის ხე ნეიტრალურ ფერებში უნდა იყოს გაფორმებული. ოქროსფერი და ვერცხლისფერი იდეალური ვარიანტია. ნაძვის ხე ძალიან გადატვირთული არ უნდა იყოს.
სასწორი
მინიმალიზმი - ეს გახლავთ სასწორების პრაქტიკული დევიზი. ისინი ხომ ჰარმონიისა და თანასწორობის ჩემპიონები არიან.
მორიელი
ძალა და ქარიზმა - ეს მორიელების სინონიმებია. მათი იდეალური ნაძვის ხე ვერცხლისფერია მუქ ფონზე. მოსართავები უნდა იყოს უბრალო, თუმცა ძალიან დახვეწილი.
მშვილდოსანი
მოგზაურობის მოყვარულ ამ ნიშანს ძალიან მოუხდება ნაძვის ხე სკანდინავიურ სტილში. ჰიუგე სწორედ ის არის, რაც მას სჭირდება. ხელნაკეთი, ხის, ქაღალდის მოსართავები, სათამაშოები.
თხის რქა
მათ ნაძვის ხეს ძალიან მოუხდება გამჭვირვალე, ბისერებიანი სათამაშოები. ამ ნიშანს არ სჭირდება განსაკუთრებული ეფექტები, უბრალო და კომპაქტური ნაძვის ხე მის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.
მერწყული
მათ სიკაშკაშე არაფერში სჭირდებათ, ნაძვის ხე ზღვის ფერებში, ცისფერი, უბრალო სათამაშოები, სადა ფონი. მათ ნაძვის ხეს ზღვის ნიჟარებიც კი მოუხდება.
თევზები
ისინი მუდმივად ბალანსირებენ რეალობასა და ფანტაზიას შორის. თევზების ნაძვის ხე ისეთივე ფანტასტიკური უნდა იყოს, როგორებიც თავად არიან. ვარსკვლავები ურჩევენ ნაძვის ხეს ცოტა სიტკბო დაუმატონ, დაკიდონ სათამაშოებთან ერთად კანფეტები, ჩირეული. ფერებიც თბილი და ტკბილი შეარჩიეთ - ვარდისფერი, ყვითელი, ცისფერი.