ამ ისტორიული პიროვნების სახელი ბევრ საიდუმლოსა და სკანდალს უკავშირდება. მოსკოვში მდებარე მისი ყოფილი სახლიც, რომელიც არც არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს და არც სხვა რაიმე ნიშნით არის გამორჩეული, მრავალ საიდუმლოს ინახავს.
მე-19 საუკუნის დროინდელ ამ სახლში ბერიას ოჯახი 1930-დან 1953 წლამდე ცხოვრობდა. ამბობენ, რომ ამ სახლის განსაკუთრებით ქალბატონებს ეშინოდათ, თუ ბერიას რომელიმე მოეწონებოდა, მას სვამდნენ მანქანაში და სწორედ აქ მოჰყავდათ. შემდეგ კი ბევრი მათგანი უკვალოდ ქრებოდა.
1953 წელს, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, ბერია დააპატიმრეს. მას დახვრეტა მიუსაჯეს...
ამბობენ, რომ სახლის სარდაფში, რომელშიც ბერია ცხოვრობდა, ჯერ კიდევ მის
იქ გადასვლამდე ხვრეტდნენ ხალხს, ვინც არ ემორჩილებოდა საბჭოთა რეჟიმს. მოგვიანებით, სახლის რესტავრაციის დროს, აქ წამების იარაღებიც კი აღმოაჩინეს.
ახლა ამ შენობაში ტუნისის საელჩო მდებარეობს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ იქ სახლის ყოფილი პატრონის სული ბინადრობს, თუმცა ამ ფაქტის მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს.
საელჩოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ღამ-ღამობით მათ ესმით ხველის, სუნთქვის და ფეხის ნაბიჯების ხმა. ასევე სახლიდან, საიდუმლო სეიფიდან, არაერთხელ გამქრალა მნიშვნელოვანი საბუთები.
ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ თვეში 304-ჯერ გამოჩნდება ხოლმე მანქანა-უჩინმაჩინი. ეს ყოველთვის ღამის საათებში ხდება გზაჯვარედინზე. მანქანა არ ჩანს, თუმცა ჩანს ფარების განათება და ისმის ძრავის ხმა. მანქანა ჩერდება სახლის ჭიშკართან, ცოტა ხანში ისმის მანქანის კარის გაღების ხმა და გარკვევით ისმის ქალის და მამაკაცის ხმებიც.
ეს კი ბერიას აგარაკია, რომელშიც ერთ დროს კინოსტუდია იყო, ახლა კი უფუნქციოდაა და მიტოვებულია.

კომენტარები