არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოეწყოს საძინებელი, რომ ადამიანმა სრულფასოვნად დასვენება და გამოძინება შეძლოს.
საძინებელი ის ადგილია, სადაც იწყება და მთავრდება ჩვენი დღე. ამიტომ ის იდეალურად უნდა იყოს მოწყობილი, რათა უზრუნველყოს ჩვენი ჯანსაღი მდგომარეობა.
საძინებელში უნდა იყოს მხოლოდ ის ნივთები, რომელიც საჭიროა ძილისა და დასვენებისთვის. ზედმეტი ნივთები მხოლოდ დისბალანსს შემოიტანს თქვენსა და თქვენი პარტნიორის ურთიერთობაში.
არანაირი რელიგიური სიმბოლო არ უნდა იყოს საძინებელში, აქ მისი ადგილი არ არის.
საძინებელში ასევე არ არის ადგილი არანაირი ნივთისთვის, რომელიც უკავშირდება სამუშაოს.
იქნება ეს კომპიუტერი თუ სხვა რამ.
რაც შეეხება საძინებლის ფერს, უნდა იყოს ნეიტრალური. ცივი ფერების ადგილი საძინებელში არ არის. თბილი ფერები კი თქვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაათბობს.
თუ ამის საშუალება gგაქვთ, სარკე უმჯობესია მოაშოროთ საძინებლიდან, რათა მან უარყოფითი ენერგია არ დააგროვოს.
ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა იყოს სქელი ფარდები, რათა მაქსიმალურად კომფორტულად დაიძინოთ.
საწოლი ისე უნდა განათავსოთ, რომ კარი კარგად ჩანდეს. თუმცა არ ვარგა საწოლის ისე მოთავსება, რომ ფეხებით კარისკენ იყოთ მიმართული.
რაც შეეხება ჭერს, სპეციალისტები გირჩევენ, რომ საძინებელში არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ მრავალდონიანი ან დაქანებულო ჭერი.
არ ღირს საწოლის კედელთან, კუთხეში მოთავსება, რათა რომელიმე პარტნიორმა თავი შეზღუდულად, კუთხეში მიმწყვდეულად არ იგრძნოს.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვან მომენტი - ძალიან ბევრი ადამიანი საწოლში ინახავს ნივთებს, ლოგინს, ტანსაცმელს და ა.შ. ცალსახად გირჩევთ, რომ ამის გაკეთება არ ღირს. საწოლის ქვეშ უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, რათა ენერგიამ შეძლოს დაუბრკოლებლად მოძრაობა.
არ ვარგა საძინებელში ტელევიზორის ან რომელიმე გაჯეტის ქონა. ეს ძალიან უშლის ხელს სრულფასოვან ძილს.