ვერიკო ბიწაძე სამი შვილის დედაა. პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა წლებია, დიასახლისია და საუკეთესოდ უძღვება შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს. სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, როგორც კარგ კულინარს და მისი რეცეპტებიც პოპულარულია ხოლმე. ამჯერად ჩვენი ყურადღება მისმა ახალმა გატაცებამ მიიპყრო - მეორე წელია, ვერიკო ძველ, მე-20 საუკუნის საახალწლო ატრიბუტებს აგროვებს და სერიოზული კოლექციაც შექმნა. წელს მის სახლს ორი საინტერესო კუთხე ამშვენებდა - ტრადიციული ნაძვის ხე თავისი ბრწყინვალებით და რეტრო-კუთხე - ძველებური ნაძვებით და სათამაშოებით, რომელთა შორის ზოგიერთი მართლაც უნიკალურია. ამ ყველაფერზე ვერიკო თავად
გვიამბობს.
- ახალი წელი ჩემთვის ბავშვობასთან უწყვეტი კავშირია. ვიზრდებით, მაგრამ რაღაც დოზით მაინც რჩება ბავშვური ხასიათი და ნოსტალგია წარსულის... ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა, მიუხედავად იმისა, იმ თაობის ვარ, როდესაც ბავშვებს არც საჩუქრებით გვანებივრებდნენ და არც სურვილებს გვისრულებდნენ, მაგრამ ბაღის და სკოლის ზეიმები და თოვლის პაპის ნაჩუქარი მანდარინის სურნელი დღემდე მომყვება და მენატრება... ნაძვის ხეს ყოველთვის ვრთავდი, რა თქმა უნდა, მაგრამ შვილების გაჩენის შემდეგ განსაკუთრებით ვზრუნავდი ამ ლამაზ დღესასწაულზე და ვცდილობდით მთელი ოჯახი, რომ ლამაზი ზღაპარი და სასიამოვნო შთაბეჭდილებები გვეჩუქებინა ბავშვებისთვის, შეძლებისდაგვარად. ვფიქრობ, გამოგვივიდა, რადგან უფროსი შვილები სიამოვნებით იხსენებენ ბავშვობის წლებს...
რაც შეეხება განწყობას, თავად ვიქმნი და ვუქმნით ერთმანეთს ოჯახის წევრები, ყველაზე რთული მოგონებებიც ახალი წლის დღეებთან არის კავშირში -დედა, მამა და მამამთილი სწორედ დეკემბერ-იანვრის თვეში დავკარგე... ეს დამოკიდებულება ახალ წელთან და ნახვის ხეების მორთვასთან კი ერთგვარი გადართვაა ფიქრების, რომ ხშირად არ გავიხსენო ის რთული პერიოდები. ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფსიქოლოგიურ განტვირთვას ვაკეთებ ამ ფუსფუსით და ასევე ბავშვებს არ ვუმძიმებ ამ ლამაზ დღეებს. პირიქით, მინდა, რომ ყოველთვის ლამაზად და საინტერესოდ ახსოვდეთ ბავშვობის წლები და ზუსტად ასევე იზრუნონ შემდეგ საკუთარ ოჯახებში.
მზადებას ვიწყებ ნოემბრის ბოლოდან, რადგან იმდენი შრომა სჭირდება, მსურს დიდხანს ვუცქიროთ ამ სილამაზეს... მთელი თვის მანძილზე ხდება განახლება, ბოლო დეტალები 31-შიც კი დავამატე... მეგობარმა მითხრა, "მოცლილი" ხარო, ვეთანხმები რაღაც დოზით, რადგან მართლაც საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს აწყობას, განლაგებას... თუმცა მეხმარებიან ოჯახის წევრები და ყველაფერს ვასწრებთ. მეხმარება დედამთილი, რომ არა ის, ამდენ რამეს მართლაც ვერ მოვასწრებდი, გადანაწილებული გვაქვს საქმე...
ჯინჯერის სახლებსაც ვამზადებ ხოლმე. შარშან ვერ მოვასწარი. წელს იმდენად მინდოდა, შობის წინა ღამეს გათენებამდე ვაცხვე, მეორე დღეს კი მოვხატე და ავაწყვე. ერთი დარჩა ოჯახში, დანარჩენი გაჩუქდა, მაგრამ ეს ისეთი საინტერესო პროცესია, ისეთი საოცარი სურნელი დგას მთელ სახლში...
რაც შეეხება ძველი სათამაშოებით ჩემს გატაცებას, უკვე სრულიად ოჯახი ჩავრთე ამ საქმეში. ეს ამბავი დაიწყო ორი წლის წინ... უკვე ახალი წელი სრულდებოდა და ერთ-ერთ საიტზე ვნახე, რომ იყიდებოდა ძველი სათამაშოები. ასევე ზუსტად ამ პერიოდში ვნახე მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ნახვის ხე ძველი სათამაშოებით მორთული და ეს იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის, ინსპირაცია. უცებ გადავწყვიტე, რომ დამეწყო მოძებნა. აღმოჩნდა, რომ არც ჩემი და არც მეუღლის ბავშვობის არაფერი აღარ გვქონდა - ყველაფერი გადავყარეთ ერთ-ერთი დალაგების დროს, რადგან ვიფიქრეთ, რომ არავის აღარ გამოადგებოდა... ახლა კი ვეძებ სწორედ იმ ფიგურებს, რაც ჩემს მახსოვრობაშია და არა მარტო...
პირველი პოსტი სოციალურ ქსელში დავწერე და მახსოვს ყველა ადამიანი, ვინც გამომეხმაურა და წვლილი შეიტანა ამ საინტერესო კუთხის მოწყობაში. ზოგმა სხვენიდან ჩამოიღო წლების წინ შენახულო სათამაშოები, ზოგმა - ნახვის ხე, ერთი გირჩიც კი მნიშვნელოვანი იყო მაშინ ჩემთვის, საოცრად მიხაროდა და მიხარია ყველა ახალი ფიგურის შეძენა, მოძებნა...
ფიგურების 90% საიტებზე მაქვს ნაყიდი, დაახლოებით ორ არასრულ წელში. საკმაოდ საინტერესო სათამაშოებს გადავაწყდი მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული 90-იანი წლებით დასრულებული. ჯერ არ მაქვს ბამბის სათამაშოები, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად მექნება...
მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სათამაშოები
ფიგურები საინტერესოდ გიყვებიან იმ ეპოქის ისტორიას, როდესაც შეიქმნენ. ზღაპრების და მულტიპლიკაციური ფილმების გმირები, სახლები, სოკოები, საათები, მზე, მთვარე, კოსმონავტები, ადამიანები თუ ცხოველები ძირითადად ხელით მოხატულები და საოცრად საინტერესო ნამუშევრები... დაახლოებით 1500 ცალი მაქვს, მინიატურულები, ჩვეულებრივი ზომის, მაგრამ თითოეული ფიგურის მოძიება, შეძენა და შემატება უზომოდ დიდ სიხარულს მანიჭებს.
თავიდან ცოტა უცნაურად უყურებდნენ ჩემს ამ გატაცებას, მაგრამ დღეს ჩემზე არანაკლებად არიან დაინტერესებული ოჯახის წევრები. ბოლომდე არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ ეტაპობრივად ვაპირებ შევისწავლო თითოეულის ისტორია...
ძველი სათამაშოების ახალი სიცოცხლეა ჩემს რეტრო-კუთხეში. ერთ მხარეს თანამედროვე ნაძვის ხე მიდგას, მეორე მხარეს - ძველი და ვეძახი ჩემს საახალწლო ზღაპარს.

კომენტარები