იაპონელებმა ეს შენობა მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ააშენეს


მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს ცენტრი ცნობილია თავისი უახლესი არქიტექტურით, გარეუბნები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეტროპოლისი, უფრო მიწიერი და მოკრძალებულია. ამის გათვალისწინებით, უცნაურია მიტაკას ერთ-ერთ უაღრესად მოკრძალებულ საცხოვრებელ უბანში ფერადი კომპლექსის ნახვა, რომელიც მომხიბლავი ჭრელი კუბებისგან შედგება, ცილინდრებისგან, ნახევარსფეროებისგან და რთული მილებისგან. ეს კომპლექსი მკვეთრად გამოირჩევა მეზობელი შენობების ნეიტრალური თეთრი და ნაცრისფერი პალიტრის ფონზე. პროექტი მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიზნით არის შექმნილი.


წყვილმა, მხატვარმა შუსაკუ არაკავამ და პოეტმა მადლენ ჯინსმა, რომლებიც, ამ საოცარი კომპლექსის თანადამფუძნებლები არიან, მოახერხეს ბინის აშენება მიტაკას საცხოვრებელ
უბანში, ტოკიოს ერთ-ერთ უბრალო გარეუბანში. ფერადი ობიექტი მხოლოდ გამვლელების ყურადღების მისაქცევად როდის შექმნილი.




კვლევამ აჩვენა, რომ არქიტექტურა ფოკუსირებულია ადამიანის საქმიანობაზე და ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს აღქმაზე, შესაბამისად ცხოვრების ხარისხზე. არაჩვეულებრივი წყვილის აზრით, კომპლექსის ნათელი ფერები და უჩვეულო ფორმები მიზნად ისახავს ისეთი არქიტექტურის განვითარებას, რომელიც დაეხმარება ადამიანს "ისწავლოს, როგორ არ მოკვდეს".

მაცხოვრებლებს ელით სიურპრიზები, კონტრასტული ფერები, მაგალითად, მთავარ საცხოვრებელ სივრცეში იატაკი ბევრგან არის ამობურცული, ადამიანი მუდმივად ფრთხილად უნდა იყოს, რომ შეინარჩუნოთ წონასწორობა და არ დაეცეს, ერთი სიტყვით, აქ ყველაგნ არის დაბრკოლება, რომელიც მობინადრისგან კონცენტრაციასა და სიფხიზლეს მოითხოვს. 


კომპლექსის ზოგიერთი ბინა ქირავდება, როგორც საცხოვრებელი ფართი, ზოგი კი საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებაა მათთვის, ვისაც სურს იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო საცხოვრებელი კომპლექსი მოინახულოს.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები