ეს ყველამ უნდა იცოდეს... - ეს ნივთები არავის ათხოვოთ

თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი მოვლენები მიეწყო ერთმანეთს, გადახედეთ, იქნებ რამეს ისე არ აკეთებთ. მაგალითად, შესაძლოა რომელიმე ისეთი ნივთი გაანათხოვრეთ, რომლის გათხოვებაც სახლიდან არ შეიძლება.
საუბარია ძველებურ ნივთებზე, ბეჭდებზე, ძვირფას ნივთებზე. მსგავსი ნივთების საჩუქრად მიღება ან თუნდაც ცოტა ხნით თხოვება ადამიანებს კარგს არაფერს უქადის. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ოქროსთან, ვერცხლთან და პლატინასთან მიმართებაში.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ისევე, როგორც ძვირფასეულობა, ადამიანის ენერგეტიკას ატარებს. ამ ნივთების გათხოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ მოგიხდათ ტანსაცმლის სხვისგან თხოვება ან განათხოვრება, მისი გარეცხვის დროს წყალში
მწიკვი მარილი უნდა ჩაამატოთ. ის სამოსს ძველი მეპატრონის ენერგეტიკისგან გაათავისუფლებს.

მარილი უძველესი დროიდან ყველაზე ამოუცნობ ნივთიერებად მიიჩნევა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მარილი სახლში მცხოვრები ადამიანების ენეგეტიკას აგროვებდა. მისი გაცემით კი ამ ენერგიას, სასიცოცხლო ძალებსაც გასცემთ. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მეზობლისთვის მარილის მიცემის შემდეგ თავს გადაღლილად და უენერგიოდ იგრძნობთ. ასევე მაშინვე გააფრთხილეთ ადამიანი, ვინც მარილს გთხოვთ, რომ მისი დაბრუნება საჭირო არ არის.

არ არის მიზანშეწოლნილი ასევე სამზარეულოს ინვენტარის განათხოვრება, მაგალითად დიდი ქვაბების ან სხვა რაიმე ჭურჭლის. მას ოჯახის ბარაქა მიჰყვება.

არასდროს ათხოვოთ სხვას თმის სამაგრები ან სხვა აქსესუარი, რომელიც თმასთან არის დაკავშირებული. ასე თქვენ საკუთარ ენერგიას გასცემთ. ამას შესაძლოა მოჰყვეს თავის ტკვილი, დეპრესია და უუნარობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები