როზა გუგუჩია პროფესიით გემო-კვების ტექნოლოგია. ამჟამად ოჯახის მოვლა-პატრონობით არის დაკავებული და მთელ თავის ენერგიას ოჯახის წევრებს და მის ულამაზეს ბაღს უთმობს. მწვანეში ჩაფლულ ეზოს ქალბატონი როზა დიდი რუდუნებით უვლის, რის შედეგადაც ბაღი ყველას აღფრთოვანებას იწვევს.
- 16 წლის ვიყავი, როცა ამ ოჯახში შემოვედი. რომ გითხრათ ბავშვობიდან მიყვარს მცენარეები-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ ამ ოჯახში დამხვდა სილამაზის მოყვარული ქალბატონი და მეც შემაყვარა ბუნება. თავიდან მინდოდა, დედამთილისთვის მესიამოვნებინა, მაგრამ მერე ძალიან შემიყვარდა და ჰობად მექცა მცენარეების მოვლა.
- სამეგრელოში გამორჩეულად ლამაზი ეზოებია. არც თქვენია
გამონაკლისი...
- დიახ, ჩემი ეზოც სამეგრელოშია, ზუგდიდის რაიონში, სოფელი შამგონა. აქ ყველას ლამაზი და მოვლილი ეზო აქვს, ვერაფრით გააკვირვებ აქაურებს. მაგრამ ჩემი ეზო უყვართ და ბევრ კომპლიმენტსაც ვღებულობ მათგან, რაც ძალიან მახარებს.
საინტერესო და ლამაზი რელიეფი აქვს ჩემს ეზოს. თითქოს გიხმობს, რომ იქ სილამაზეები შექმნა, გაისარჯო, იფიქრო, იშრომო და შედეგიც მიიღო. ყველაფერია აქ იმისთვის, რომ დილით ადგომა გიხაროდეს და საღამოს სასიამოვნოდ დაღლილი, თავს ბედნიერად გრძნობდე. 15 წელზე მეტია, ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ადრე გაზაფხულიდან ვიწყებ ფუსფუსს და იმაზე ფიქრს, თუ როგორი იქნება ჩემი ეზო წელს, სად რა დაირგვება.
- საკმაოდ დიდი და ლამაზი ბაღი გაქვთ. არ გაგიჭირდათ მისი გაშენება?
- როცა გიყვარს და გულით გინდა, ძნელი სულაც არ არის. ვინმე რომ მაიძულებდეს ამის კეთებას, ალბათ ვერ შევძლებდი. მარტო ვუვლი ბაღს, არც მინდა ვინმე ჩაერიოს, ეს ჩემია, ჩემი საქმე და ჩემი ცხოვრებაა. რა თქმა უნდა, სხვა საქმეებიც ბევრი მაქვს ოჯახში, მაგრამ ეს დასვენების ტოლფასი შრომაა ჩემთვის.
- ბაღის გაშენება უფრო შრომატევადი და რთულია, თუ შემდეგ მისი მოვლა და გამრავალფეროვნება?
- მოვლაც საკმაოდ რთულია. რომ გითხრათ, იდეალური ნიადაგია ჩემს ეზოში-თქო, ასე არ არის. სულ შემაქვს დამატებით გადამწვარი ნაკელი, ჩითილს არასოდეს ვრგავ პირდაპირ ეზოში, ჯერ - საჩითილე ქოთნებში და გარკვეული დროის შემდეგ მხოლოდ გრუნტში. ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ კარგი შედეგი მოაქვს. მავნებლები, ცუდი ამინდი, ბევრმა რამემ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მცენარეზე, შეწამვლაც მიწევს ბევრჯერ. რა თქმა უნდა, ამის გარეშე შეუძლებელია კარგი შედეგის მიღება.
- ალბათ სოფლის მეურნეობასაც ეწევით...
- სოფელში კიდევ სხვა უამრავი საქმეა, საქონელი, ფრინველი, თხილნარი... ყველაფერს შრომა სჭირდება, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგვცეს, თორემ დაუძლეველი არაფერია. როცა მეუღლეც გვერდით გიდგას, ყველაფერს სიამტკბილობაში აკეთებ, შრომაც გიადვილდება, სიცოცხლის ხალისიც გაქვს და ქვეყნად თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი გგონია.
- ვინ არიან თქვენი ყველაზე ხშირი სტუმრები და რამდენად უყვართ თქვენს ბაღში დროის გატარება?
- ჩემთან სტუმრობა ყველას უხარია და მეც ძალიან მიყვარს მათი დახვედრა. ხშირად მეპატიჟებიან მათთან სტუმრად, მიზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს მცენარეებზე, მოვლის მეთოდებზე და ჩემგანაც სასარგებლო რჩევებს იღებენ. ყვავილების დედოფალს მეძახიან (იღიმის). ეს გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ მეც მსიამოვნებს და არ ვეწინააღმდეგები. ჩემი დიდი სიყვარული ჩემი ოჯახია, ჩემი ქალიშვილი, ორი შვილიშვილი, სიძე, მეუღლე. ასევე, ყველა ჩემს ოჯახში, კეთილი გულით შემოსული ადამიანი ჩემთვის ღვთის საჩუქარია. მიყვარს ადამიანები, მცენარეები, ცხოველები, ყველა სულიერი რაც კი დედამიწაზე დაიარება და ისინიც სიყვარულით მპასუხობენ.
მერი ბლიაძე

კომენტარები
სამეგრელოში ეზოები იმიტომ არის ლამაზი, რო ბაღს თავისი ადილი აქვს, ბოსტანსა და ბოსელს თავისი...