აგარაკის მთავარი მშვენება და ხიბლი ლამაზი და მოვლილი ბაღია. საინტერესოა, არსებობს კი ისეთი ყვავილები, რომლის მოვლაც არ ითხოვს დიდ ენერგიას, თუმცა ძალიან ლამაზად გამოიყურება და ახერხებს ადამიანის თვალის გახარებას?
როდესაც ადვილად მოვლაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მორწყვას, რადგან რეგულარული მორწყვა მოითხოვს დროს და ყურადღებას, სწორედ ეს ორი ფაქტორი ართულებს მოვლის პროცესს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მზის სინათლე და ყვავილობა.
აგარაკისთვის ძირითადად მრავალწლოვან მცენარეებს იყენებენ. მაგალითად, პიონი 20-ჯერ ყვავის და მომხიბვლელობას არასდროს კარგავს.
მშვენივრად გამოიყურება ასევე აგარაკზე ლილია და ასტილბა. ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს
მაღალ მცენარეებს შორის გამოირჩევა ექინაცეა, რუდბეკია და გვირილა. მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება.
რაც შეეხება ბუჩქებს, ყურადღების გამახვილებას გირჩევთ ჰორტენზიაზე, ჟასმინზე, სპირეასა და იასამანზე,
ადრეულ გაზაფხულზე ყვავის და ძალიან ლამაზად გამოიყურება პრიმულა. ეს მცენარეები არ არის მაღალი, უყვართ სითბო და მზის სხივები.
ყველასათვის ნაცნობ ნარცისებს კი მოვლა პრაქტიკულად არ სჭირდება.
პატარა შადრევნის და წყლისპირა მონაკვეთის გასაფორმებლად იყენებენ ბრუნერას. ის დაახლოებით 50 სმ სიმაღლის არის და ნებისმიერ დიზაინს ერგება. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
საზაფხულო ყვავილებს შორის გამოირჩევა აკვილეგია. ის ძალიან ლამაზია და მშვენივრად გრძნობს თავს როგორც ჩრდილში, ისე მზეზე.