ზოგ მცენარეს ისეთი საშინელი ბუნება აქვს, რომ მის გვერდით ვერაფერი ხარობს.
გიბისკუსს მეზობლები არ უყვარს
პიონებისა და ვარდების აუტანელი ხასიათის შესახებ ყველა ფლორისტი საუბრობს. ყვავილების მეფე უბრალოდ გუდავს მის გვერდით ყველა სხვა მცენარეს. რაც შეეხება ადამიანის ბიოველს, ვარდი მას აუმჯობესებს.
ვამპირი ყვავილების სიაში ასევე შედის მაგალითად, გიბისკუსი. ეს ბუჩქი მალე იზრდება, მალე ითვისებს ტერიტორიას და ნელ-ნელა განდევნის მეზობელ მცენარეებს. თუ გიბისკუსი სახლში გაქვთ, ეცადეთ ის არ გქონდეთ საძინებელში და სამზარეულოში, რადგან ის უარყოფით ენერგიას გამოყოფს. ამ მცენარეს აქვს უნარი გამოყოს
პომიდორი და წიწაკა
ყველა გამოცდილმა ფლორისტმა კარგად იცის, რომ მცენარეები სამ ჯგუფად იყოფიან, არსებობენ დონორი, ვამპირი და ნეიტრალური მცენარეები. მაგალითად, პომიდვრისა და დეკორატიული წიწაკის მახლობლად არანაირი მცენარის დარგვა არ არის სასურველი. ეს ორი მცენარე მეზობლისგან მთელ ენერგიას იღებს.
ფიკუსი და ბეგონია ბაღისა და ოფისისთვის
ყურადღება გაამახვილეთ ისეთ მცენარეებზე, როგორიც არის ფიკუსი და ბეგონია. ზაფხულში ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ ბაღში, ზამთარში კი აუცილებლად შენობაში უნდა შეიტანოთ და უმჯობესია ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი ირევა, მაგალითად, ოფისში. მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა შთანთქას ნეგატიური ენერგია და დაამშვიდოს გარემო. აი საცხოვრებელ ბინაში კი შესაძლოა ოჯახის წევრების აპათია გამოიწვიოს.
გვიმრას და სუროს დახრჩობა შეუძლია
კიდევ ერთი ვამპირი მცენარეა გვიმრა. თუ ბაღში მისი ქონა გსურთ, უმჯობესია დასაკიდ კაშპოში მოათავსოთ, მიწაში მისი ფესვები აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს მეზობელ მცენარეებს.
სხვათა შორის, ვამპირი მცენარეები ძალიან კარგად შთანთქავენ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ტელევიზორიდან და კომპიუტერიდან, ამიტომ ამ მცენარის განთავსება რეკომენდებულია მისაღებში ან კაბინეტში. საძინებელში ამ მცენარის ქონას ნამდვილად არ გირჩევთ.
რაც შეეხება სუროს, ის ერთგვარი სარეველაც კი არის და ადვილად შეუძლია გაანადგუროს მეზობელი მცენარეები ირგვლივ სულ რაღაც 1-2 თვეში.