როგორ უნდა აქციოთ ბაღად ყველაზე პატარა სივრცეები - იდეები მინი ბაღებისთვის


ვისაც აგარაკი აქვს,p ყველა ფიქრობს მის კიდევ უფრო გალამაზებასა და აყვავებაზე. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება მარტივად და თან, ეფექტურად.

ბაღი კედელთან



თუ იმის ადგილი არ გაქვთ, სრულფასოვანი ბაღი მოაწყოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თავისუფალი კედელი. მიადგით კედელს სტელაჟი ან მაგიდა. განათავსეთ მასზე ქოთნის მცენარეები. პირველ იარუსად კი მიწა გამოიყენეთ.

კაშპო და გრუნტი ერთად



იმისათვის, რომ დიდი ზომის ბაღი უფრო შთამბეჭდავი და მომხიბვლელი გახადოთ, გრუნტის მცენარეებს კაშპოები შეურიეთ. მცენარეებს ერთმანეთო მოვლის პირობების მიხედვით შეურჩით. მაგალითად, ჩრდილის მოყვარული მცენარეები ერთად განათავსეთ.

გააკეთეთ გაზონი



იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოტა ადგილი გაქვთ, ეცადეთ მის გამწვანებას გაზონის მეშვეობით. ასეთი გადაწყვეტილება სივრცეს ვიზუალურად ზრდის და აწესრიგებს. მცენარეები შეგიძლიათ გაზონის გასწვრივ განათავსოთ.

გამოიყენეთ ხრეში



იმისათვის, რომ თავი აარიდოთ სარეველა ბალახებსა და ზედმეტ უსარგებლო მცენარეს, ცარიელ ადგილზე დაყარეთ ხრეში. ხრეშის ფონზე ძალიან ეფექტურად გამოიყურება ქოთნის მცენარეები.

მოათავსეთ მინი მცენარეები გოგრაში



გაფორმების ერთ-ერთი უჩვეულო საშუალება გოგრაა. გადაუსვით გოგრას ცემენტის მასა და დააცადეთ გაშრობა. გოგრა იცვლის ფერს და ხდება სასიამოვნოდ ნაცრისფერი. ეს ძალიან კარგი ვარიანტია პატარა ზომის მცენარეებისათვის. გამოდის არა მარტო კლუმბი, არამედ მთელი არტ ობიექტი.

გააფორმეთ ტერასა



უმარტივესი გადაწყვეტილება - ტერასაზე ან სახლის კიბეებზე დაალაგეთ რამდენიმე ქოთნის ყვავილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები