როგორ შეიძლება იქცეს ბეღელი ულამაზეს კოტეჯად

ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ულამაზესი კოტეჯი ადრე არც მეტი, არც ნაკლები, ერთი ჩვეულებრივი ბეღელი იყო. საინტერესოა, როგორ მოახერხა მისმა მეპატრონემ ბეღელის ასე გადასხვაფერება, რა დიზაინერულ ხრიკებს მიმართა. ამ ყვალაფერზე პასუხს ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

სახლი მდებარეობს ქალაქ კენტიშში, ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ჰარინგტონების ოჯახს მიეკუთვნება. თავდაპირველად ეს აგურით ნაშენები უბრალო ბეღელი გახლდათ. სალი ჰარინგტონისა და მისი მეუღლის მონდომების წყალობით ბეღელმა სულ სხვა ელფერი შეიძინა.

სასადილო ოთახიდან ტერასაზე

სახლის გულად, სადაც სტუმრები დიდი სიამოვნებით იყრიან ხოლმე თავს, მისაღები ოთახი იქცა. მოხერხებულ მაგიდასთან
არა მარტო სადილის მირთმევაა შესაძლებელი, არამედ ლანდშაფტით ტკბობაც. ოთახის მიღმა მოწყობილია ულამაზესი ტერასა, რომლის ხედიც ბაღის სამხრეთით იშლება.

ჭკვიანური პროექტი

ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო მისაღების სასტუმრო ოთახთან გაერთიანება. მუხის პარკეტს კი სტუმრები მოსასვენებელ ზონაში გაყავს ბუხართან და რბილ სავარძლებთან.

საოცარი საძინებელი მანსარდაში

კიბეს მაღლა თუ აუყვებით მანსარდაში მოხვდებიტ, სადაც საოცარი საძინებელია. ხის იატაკი და ჭერი, ლამაზი ხელოვნური ხალიჩა საძინებელს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს.

სტუმრის საძინებელი ძველებური სანათებით

სტუმრის ოთახი წითელ ფერებში არის გადაწყვეტილი და ძველებური ვინტაჟურ სანათები მას სრულყოფილებას სძენს.

დახვეწილი აბაზანა

სახლში არის რამდენიმე საძინებელი და თითოეული გაფორმებულია განსაკუთრებულად, ორიგინალურად.
რომანტიკულ ადამიანებს აი, ეს აბაზანა მოეწონებათ. მიაქციეთ ყურადღება ფრანგულ დარაბებს, ელეგანტურ სარკესა და დაწნულ კალათებს.

ეს კი უნიკალური და ძალიან ორიგინალური ქვის პირსაბანია

კომენტარები

anka 2021-04-19 15:33
აქ ბეღელი დამანახეთ ვინმემ ხალხი არ ხართ?/??

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები