როგორ იქცა ქართველი მსახიობი და რეჟისორი მეურნედ

მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანია. ამჯერად მის ბუნების სიყვარულზე უნდა გიამბოთ, იმაზე, თუ როგორი მემცენარე და მეურნეა. ცნობილია, რომ მას თეატრალური ოჯახი აქვს - მეუღლე თემურ კილაძე და შვილი, ჯაბა კილაძე, მსახიობები არიან. ხელოვანი ოჯახის წევრები ერთმანეთს გვერდში უდგანან - ფასანაურში სახლი აქვთ, რომლის ეზო სწორედ ქალბატონი ციცინოს წყალობით ედემის ბაღს ჰგავს. ეზოს შესახებ საუბრისას კი პოპულარული სერიალიც გავიხსენეთ...

ციცინო კობიაშვილი:

- არაერთი საინტერესო სპექტაკლის რეჟისორი ხართ, თუმცა მასობრივად მაინც სერიალიდან "შუა ქალაქში" შეგიყვარეს, სადაც ლაშიკოს, "დედას
ბუშტის" დედის როლი ითამაშეთ...


- კამერა მიყვარს და პირველი კურსიდანვე ფილმებში მიღებდნენ. პატარ-პატარა სამუშაო ახლაც მაქვს ხოლმე. "შუა ქალაქში" ძალიან მიყვარდა და გული დამწყდა, რომ გააჩერეს.


- ფასანაურის ეზო-კარზე გვიამბეთ.

- ფასანაური ჩემი დედამთილის მხარეა, გვაქვს პატარა სახლი და ხელისგულისხელა ეზო. ის სამი წელიწადია გარდაიცვალა, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მამის მხრიდან მარტყოფშიც მაქვს კარგი ეზო-ყურე, უზარმაზარი მამული, მაგრამ იქ წყლის პრობლემაა, წყლის გარეშე კი იმხელა ბაღს ვერ მოუვლი. ამიტომაც აქეთ უფრო ხშირად ვართ.


- ასეთ ლამაზ ეზოს დიდი შრომა სჭირდება, ჩანს, გიყვართ ეს ყველაფერი...

- რა თქმა უნდა, მაგრამ "კოვიდის" დროს უფრო გავაქტიურდით, თანაც ის ორჯერ გადავიტანე. პირველად ცოტა სუსტად ვიყავი და მეუღლემ აქეთ წამომიყვანა, ჰაერზე ცოტა გონს მოხვალო. მეორედ "ომიკრონმა" სახსრებზე გართულება დამიტოვა, ხელის თითები ცოტათი ახლაც მტკივა, მაგრამ მაინც ვშრომობ, არ ვეპუები. ისე, ორივე შემთხვევაში საკუთარ თავს თვითონ ვუშველე.

აქ რომ ჩამოვედით, მეუღლეს ვუთხარი, ეზოს ცოტას მივხედავ-მეთქი და დავიწყე მცენარეებში გარკვევა, რაღაცების შეძენა, კითხვა. დავრგე ხეხილის ნერგები... აივანზე ფერადი ხვიარა ვარდები დავრგე და უნდა ნახოთ, როგორი ლამაზია ყვავილობისას. ვარდს მთის ჰავა უყვარს, თუ მაინცდამაინც 50 გრადუსი ყინვა არ არის, სიცივის ზამთარშიც არ ეშინია. ეზოში ციცინათელებივით ნათურები გვაქვს, დღის შუქზე იტენება, საღამოს ინთება და ჩემს ყვავილებს უფრო ალამაზებს. წლეულს გვიან ჩამოვედით, გაზაფხულზე აქ ჯერ კიდევ თოვლი იყო და თბილისშიც საქმეები გვქონდა. როცა ვარდებს გასხვლა, გასუფთავება, შეწამვლა სჭირდებოდა, აქ არ ვყოფილვართ. ახლა მეორე ტალღა მთელი ძალით უნდა ყვაოდეს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები