ქორფა სალათი ფანჯრის რაფაზე 12 დღეში - განსაკუთრებით სასარგებლოა ონკოდაავადებულთა და მწველებისთვის

არსებობს მცენარეები, რომელიც არა მარტო კურნავს ადამიანებს, არამედ სიცოცხლესაც ახანგრძლივებს. ეს პროდუქტი მდიდარია უამრავი ვიტამინით, დამტკიცებულია, რომ ის სიმსივნურ უჯრედებსაც კი ანადგურებს.
საუბარია  წიწმატზე. თუ არ იცნობთ ამ მცენარეს, გირჩევთ გაიცნოთ და თქვენს ყოველდღიურ რაციონშიც ჩართოთ. ვინც ჯერ არ იცის, მას აქვს პიკანტური, ცოტა მომწარო გემო.
ჯერ კიდევ უძველეს დროში ეს მცენარე განოიყენებოდა სამკურნალოდ, ძალიან შველის პრობლემურ კანს და წმენდს სისხლს, უებარია კუჭნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად, შეიცავს დიდი რაოდენობით კალცს და იოდს, ამიტომაც შეუცველელი პრდუქტია იმ ადამიანებისთვის, ვისც ჩიყვი აწუხებს.

ამ
მცენარეში იმაზე მეტი C ვიტამინია ვიდრე ფორთოხალში, იმაზე მეტი კალცი, ვიდრე რძეში და იმაზე მეტი ფოლიუმის მჟავა, ვიდრე ბანანში. ასევე შეიცავს ბევრ სხვა საჭირო ვიტამინს.

გაგიკვირდებათ და მისი მოყვანა თავად შეგიძლიათ სახლში, ფანჯრის რაფაზე.

როგორ მოვიყვანოთ ეს მცენარე


რა დაგჭირდებათ:
ცარიელი სასურსათე კონტეინერი
წყალი
წყლის წიწმატის თესლი

რა უნდა გავაკეთოთ
1. პულერიზატორის მეშვეობით კონტეინერი შიდა მხრიდან წყლით დაასველეთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რათა თესლები კონტეინერში თანაბრად გადანაწილდეს.

2. ცოტაოდენი წყალი დაასხით ძირზე და დაყარეთ თესლები.

3. ზემოდან ფრთხილად მიაპკურეთ კიდევ ცოტაოდენი წყალი. მჭიდროდ დაახურეთ და რამდენიმე დღეში უკვე დაინახავთ შედეგს. ახლა შეგიძლიათ კონტეინერს თავი ახადოთ და კიდევ ასხუროთ წყალი.

4. კონტეინერი ხშირად დანამეთ და დაახლოებით 10 დღეში უკვე მცენარის ბუჩქი გექნებათ.

როგორც ხედავთ, ამ მცენარეს გრუნტიც კი არ სჭირდება, ძალიან ადვილი მოსაყვანი და ძალიან სასარგებლოა. მისი მოყვანა სახალისოც კი არის.


კომენტარის დამატება