ბოლო დროს წინაპრების კერას ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო ხშირად უბრუნდებიან და თავიანთი საქმეებით იქაურობას ახალ სიცოცხლეს სძენენ. ლიკა მეგრელაძე ოჯახთან ერთად სოფელ წითელმთაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მამაპაპისეულ ეზო-კარს დაუბრუნდა. იქ დღეს ოთხი თაობა ერთ კომლად ცხოვრობს: ლიკას დედა, ლიკა და მისი მეუღლე, მათი შვილები და შვილიშვილები. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამ ეტაპამდე დიდხანს მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროფესიის მქონეს დედაქალაქში შესანიშნავი საქმეები ჰქონდა. დღეს მათ ოჯახს ჩაი მოჰყავს, ამუშავებს და უმასპინძლდება ვიზიტიორებს, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან სტუმრობენ.
- ზაფხული არ
ყოფილა, მამაპაპისეულ სახლში არ ჩამოვსულიყავით. 2017 წელს ჩემი შვილების (ამერიკული განათლება აქვთ) ინიციატივა, სურვილი და წაქეზებაც იყო, მოდი, აქაურობას მივხედოთ და ტურიზმის საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთო. მათ დაინახეს ამ ადგილის პერსპექტივა, რაც გურიას, ამ წინაპრების სახლს და იმ სულს აქვს, გურიაში რომ ტრიალებს. მოგვიანებით მივხვდი, რომ მართალი იყვნენ შვილები, როცა ამისკენ მიბიძგეს. ვერც წარმოუდგენია აქაურ მოსახლეობას, როგორი "მილიონერები" არიან ამ საოცარი გარემოს დამსახურებით. შეუფასებელია ის, რაც ჩვენ გარშემოა, რაც საქართველოში ჩვეულებრივად მიგვაჩნია, უცხოელებისთვის აღფრთოვანების საგანია.
- დასანანია, რომ ამ სიმდიდრეს სათანადოდ ვერ ვაფასებთ... პანდემიაში გააქტიურდით?
- პანდემიამდე დავიწყეთ. ევროკავშირის ერთ-ერთ პროექტში ჩავერთე. საკითხი ასეთი იყო, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო გურიაში ისეთი, რაც ვიზიტიორებს მოიზიდავდა. დავფიქრდი: სვეტიცხოველი, ჯვარი, ნიკორწმინდა, გელათი აქ არ არის, სამაგიეროდ, გვაქვს ჩაი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ამ პროდუქტის მასობრივად წარმოება შეწყდა. ამ თემის წინ წამოწევა გადავწყვიტე და მოვიფიქრე ჩაის ტურის გაკეთება. ჩვენდა გასახარად იდეამ გაიმარჯვა.
ჩაისთან ჩვენი ოჯახი თავიდანვე "ახლოს" იყო: დედა მეცნიერია, ანასეულში ჩაისა და სუბტროპიკული კვლევების საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტში 55 წელიწადს მუშაობდა. ასპირანტები მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ. მაშინ ამას ვერ აღვიქვამდი, აშშ-ში რომ მოვხვდი და ვნახე აკადემიური ქალაქები, მაშინ გავაცნობიერე. ეს იყო ტიპური, უმაღლესი დონის აკადემიური ქალაქი თავისი საბავშვო ბაღით, კულტურის სახლით, მაღაზიებით... განაგრძეთ კითხვა