ჟურნალისტის და სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის პაპისეულმა სახლმა სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მოწონება, გაზიარება და თბილი კომენტარი დაიმსახურა. არა იმიტომ, რომ სახლი განსაკუთრებულად მოწყობილი და თვალისმომჭრელია. პირიქით, როგორც პოსტის ავტორი წერს, სახლი 12 წელია, მიტოვებული და დაცარიელებულია. ერთხელაც იქ მისულ შვილიშვილებს შუა ოთახში გახარებული ვაზი დახვდათ.
"პაპა-ბებიის სიკვდილის შემდეგ, თელავში სახლი გამოვკეტეთ... 12 წლის სიცარიელეს ვაზმა აჯობა და ეს საოცარი სანახაობა დაგვხდა" - წერს გიგა მაქარაშვილი და ამის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
"კეთილი ადამიანების ფუძეა აშკარად"
"ნიშანი იმისა, რომ ეს სახლი
უნდა გაიღოს... ძმობილო, მაგარი ფაქტია და მიხედე ამ ამბავს"
"საცოდაობა არის ასეთი სახლის გამოკეტვა" - წერენ მეგობრები კომენტარებში და უმრავლესობა მემკვიდრეებს სახლში სასტუმროს და კაფის გახსნას ურჩევს.
კახეთში ვარდი აყვავდა
ბიოსახლი კახეთში და ოჯახი, რომელმაც თბილისურ კომფორტს სოფლის სიძნელეები არჩია
"პაპა-ბებიის სიკვდილის შემდეგ, თელავში სახლი გამოვკეტეთ... 12 წლის სიცარიელეს ვაზმა აჯობა და ეს საოცარი სანახაობა დაგვხდა" - წერს გიგა მაქარაშვილი და ამის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
"კეთილი ადამიანების ფუძეა აშკარად"
"ნიშანი იმისა, რომ ეს სახლი
"საცოდაობა არის ასეთი სახლის გამოკეტვა" - წერენ მეგობრები კომენტარებში და უმრავლესობა მემკვიდრეებს სახლში სასტუმროს და კაფის გახსნას ურჩევს.
კახეთში ვარდი აყვავდა
ბიოსახლი კახეთში და ოჯახი, რომელმაც თბილისურ კომფორტს სოფლის სიძნელეები არჩია
კომენტარები
მართლაც ფანჯრიდან არის შესული, ლერწი ძალიან სწრაფად იზრდება, დანარჩენი ის არის, რომ ლამაზად გადააფორმა ... სულ ეს არის.
მეც მაქვს სახლის წინ ვაზი, ზაფხურში ოთახში ,,შემომიფრიალდება" და ,,კარნიზს" ეხვევა, ნება რომ მივცე მთელს ოთახს დაიკავებს.