ისევე როგორც მთის სხვა სოფლები თუშეთის სოფლებიც მთის ფერდობზეა შეფენილი. აქ ცა ისე ახლოსაა, გეგონება ხელით შეეხები. ეს ულამაზესი, თვალწარმტაცი, დიდი ისტორიის მქონე კუთხეგულგრილს არავის ტოვებს. თემო კობახიძე მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელმაც სულ ახლახან იმოგზაურა თუშეთის მთებში და სურს, ის შთაბეჭდილება, რომელიც მოგზაურობის დროს განიცადა, “შინ“-ის მკითხველს გაუზიაროს.
"ჩემი აზრით, თუ ოდესმე თუშეთში მოგზაურობას დააპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ წინ გელით ექსტრემალური, ხიფათით სავსე გზა, რომელიც მხიარულებითა და ადრენალინით იქნება გაჟღენთილი. სწორედ ხიფათი, ამ მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის. თუშეთისკენ მიმავალი გზა მხოლოდ
გზაში შეგხვდებათ უამრავი წყარო და ჩანჩქერი, რომლებიც გზას კალაპოტად იყენებენ, ხშირია გზაზე მიწის ვარდნის შემთხვევები ამის გამო მძღოლებინიჩბებს ატარებენ, რომ გზა გაწმინდონ. გზაში საკმაოდ ბევრჯერ მოგვიწია მანქანიდან გადოსვლა მის შესამსუბუქებლად, რათა ადვილად გადასულიყო ჩამოშლილი მიწის ზედაპირზე.
თუშეთში ელექტროენერგიის მოსაპოვებლად მზის ენერგიას იყენებენ. პირველად რომ დავინახე მზის "ბატარეები" თითქმის ყველა სახლის ეზოში დიდი გაოცება გამოიწვია ჩემში. აქ უკვე წლებია, ამ სისტემას იყენებენ და მოსახლეობა ძალიან მადლიერია.
თუშეთში ვითარდება ტურიზმი, აქ მრავალ საოჯახო სასტუმროს ნახავთ. შეიძლება ითქვას, რომ თუშეთში ტურიზმი ეკონომიკის მთავარი დარგია.
სოფელი ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებაა. სოფელი ზღვის დონიდან 2300 მეტრს აღემატება. რითაც აშკარად ჯაბნის თავის მეტოქეებს ჯუთას და უშგულს. ამ სოფელს მხოლოდ ერთი მოსახლე ჰყავს, ექიმი რომელიც მთელი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობს და ახლო-მახლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. საკმაოდ იშვიათი სანახავია ასეთი რამ, ამ ადამიანის თავდადება ფრიად დასაფასებელია. რადგან მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, სოფელს ბოლომდე ვერ დავარქმევთ, ამიტომ მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით უმაღლეს სოფლებად ჯუთა და უშგული რჩებიან.
საქართველოს ამ გასაოცარ კუთხეში შერწყმულია წარმართულ-ქრისტიანული კულტურა.
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთიანეთში, თუშეთის ჩათვლით, ქრისტიანობამ შედარებით გვიან მოიკიდა ფეხი, ამის გამო თვალსაჩინოა წარმართული ღმერთების გავლენა დღევანდელ თუშურ კულტურაზე. ციხე-კოშკებზე შემორჩენილია ძველი ორნამენტები და სიმბოლოები რომლებიც თუშეთის გაქრისტიანებამდე შეიქმნა. ფოტო გადაღებულია სოფელ კვავლოში, სადაც მიმდინარეობს ძველი ციხე-კოშკების რესტავრაცია.
სოფელ დართლოში შევესწარით თუშური სახლის აშენების პროცეს. მშენებლებმა შეინარჩუნეს სახლის აშენების ძველი მეთოდი, რამაც დიდი გაოცება გამოიწვია ჩემში. სახლი შენდება "ქვის ქვაზე დადებით’’გარდაიმისა, რომ ასე აშენება მარტივია, ასეთი მეთოდით აშენებული სახლი საუკუნეებს ძლებს. მშენებლები ძირითად საშენ მასალას - კლდიდან ჩამონაშალ ქვას სპეციალური კარიერებიდან იღებენ, ხე კი უკრაინიდან ჩამოაქვთ, რადგან თუშეთში ხის მოჭრა არ შეიძლება დაცული ტერიტორიების გამო.
თუშეთს არ აკლია საკრალური ადგილები, სადაც მდედრობითი სქესის ჰუმანოიდებისთვის შესვლა აკრძალულია. ასეთი ადგილებია: ძველი აკლდამები, სამლოცველოები, სასაფლაოები, ადგილის დედები და ა.შ. მდედრებს ეკლესიაში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ, რადგან შედარებით ახალი აშენებულია.
ეს აბრა სოფელ დართლოში აღმოვაჩინეთ, ქალბატონებს კი გული დაწყდათ.
სოფელ დართლოში შეგიძლიათ ნახოთ ძველი უხუცესთა საბჭო. წარმოიდგინეთ, ნახევარწრიულად განლაგებულ ქვის სკამებზე მსხდომი 12 უხუცესი მსაჯული. იქვე, მათთვის მიჩენილ ადგილებზე - მუხლმოყრილი მოსარჩლე, მოწმე და ბრალდებული. იქით, შორიახლოს - შემოკრებილი ხალხი. ფიცის რიტუალი აღსრულებულია - საფიცარი ქვის ქვეშ ჩაგდებულია პროცესის მონაწილეთა ულვაშის თითო ღერი. ადათებრივი სასამართლო პროცესი დაწყებულია... XVIII ს-ის ბოლოს მთავარი ბჭე-მოსამართლის (თავბჭე) სავარძელი ეკავა ცნობილი თუში სახალხო გმირის დევდრის ანთას სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულ ასულს. დიახ, ასულს. ძველ თუშეთში დიდი პატივით სარგებლობდა გამჭრიახი და გონიერი ქალბატონი.
ყოველწლიურად თუშეთში აღდგომიდან მე-100 დღიდან იმართებადღეობა. დღეობის დროს სტუმრებისთვის ნებისმიერი ოჯახის კარი ღიაა, თუშები გულუხვად და უანგაროდ უმასპინძლდებიან ჩამოსულებს.
თუშეთში საშუალება მომეცა გამესინჯა ტრადიციული სამზარეულოს რამდენიმე კერძი. განსაკუთრებით მომეწონა თუშური ხინკალი, ხავიწი და კოტორი . ასევე გირჩევთ გასინჯოთ გუდის ყველი და დამბალი ხაჭო. არ უნდა გამოგვრჩეს თუშური ლუდი, რომელსაც თუშები ოდითგანვე ხარშავდნენ.
ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ცენტრში ვიპოვეთ ძველი თუშური თამაში. თამაშის არსი მარტივია - შენ და შენი მეტოქე აკონტროლებთ 3 ქვას, რომლებიც უნდა განალაგო ნებისმიერ ხაზზე, ისე, რომ ქვა უკან არ დააბრუნო. ამთამაშმა მე და ჩემი პოლონელი მეგობარი ძალიან ჩაგვითრია, ყველას ვურჩევ ამ რთულ სტრატეგიულ თამაშს.
თუშეთში აუცილებლად მოინახულეთ სოფლები და მათი ღირსშესანიშნაობები: დართლო, დანო, კვავლო, ბოჭორნა, დიკლო, შენაქო, ზემო და ქვემო ომალო, ხვისო ქუმელაურთა, დოჭუ, ჯვარბოსელი,ფარსმა, გირევი, ჰეღო, ჭონთიო.
მოგზურობის შემდეგ:
1. მოგენატრებათ თუშური სამზარეულო
2. ყველა გზა უსაფრთხოდ მოგეჩვენებათ
3. სიმაღლის შიში აღარ გექნებათ
4. წყაროს წყალი მოგენატრებათ
5. ყველაფერს, რასაც ამის მერე ნახავთ, თუშეთი აჯობებს".
თეიმურაზ კობახიძე
კომენტარები