კვირიკობას სვანეთში 28 ივლისს აღნიშნავენ. ეს სახალხო დღესასწაულია, რომელსაც უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს აღნიშნავენ. წმინდა კვირიკეს ტაძარი (რომელსაც სვანეთში ლაგურკას უწოდებენ) აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.
ტრადიციულად, ამ დღეს უამვარი ადამიანი იკრიბება - ძირითადად, სვანები, ასევე მათი სტუმრები და ტურისტები. იწირება
რამდენიმე წელია, ტაძარში ქრისტიანული ღვთისმსახურება აღდგა, წირვა 27 ივლისს ღამის 12 საათზე იწყება და გათენებამდე გრძელდება. მომლოცველი მრევლი ამ დღეს ბარიდანაც ადის. განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მესტიიდან კალამდე 25-კილომეტრიან გზაზე ამ დღეს მანქანებისა და ფეხით მოსიარულეების უშველებელი ნაკადი ზღვასავით მიედინება.