ფოტოებს რომ გადაათვალიერებთ, ჩიკას სახლს მარტივად შეიცნობთ. ვინც სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“ არ უყურებთ, განგიმარტავთ, რომ ცნობილი სერიალის ვაკელი ჩიკა (გურანდა) მეძმარიაშვილის ეკრანული სახლი სწორედ ჩვენს მასპინძლებს - ნატალია და დიმიტრი ჩხეიძეებს ეკუთვნით. ორსართულიანი სახლი, ბევრი ოთახი, ორი აივანი და მოსიყვარულე მასპინძლები - ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ოჯახის მეგობრებისთვის ეს სახლი საყვარელი თავშეყრის ადგილი იყოს და ასეც არის.
- როდის და როგორ გადმოხვედით ამ სახლში?
ნატალია:
- 16 წელი მთაწმინდაზე, დიტოს სახლში ვიცხოვრეთ, სადაც მ
ისი 7 თაობა ცხოვრობდა. ძალიან მიყვარს ის სახლი, მაგრამ ჩვენთვის პატარა იყო, თანაც სამსახურში მისასვლელად დიდი დრო გვეხარჯებოდა, ამიტომ ახლის ძებნა დავიწყეთ. ეს სახლი დედაჩემმა იპოვა გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით. თავიდან ყალბი მეგონა, რადგან ფართისა და ადგილის გათვალისწინებით ძალიან იაფი მომეჩვენა. ბოლოს მაინც დავრეკე და აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. ცოტა ხანში სახლი ჩვენი გახდა.
- დიდი სახლის რემონტი მარტივი არ უნდა ყოფილიყო. რამდენ ხანში მიაღწიეთ სასურველ შედეგს?
- ეს არის 3 თვეში დაწყებული და დამთავრებული რემონტი. თითქმის ყველაფერი ჩვენი ხელით გვაქვს გაკეთებული, რაღაცები - დაგვხვდა. ავეჯის ნაწილი ჩემი მზითევია, ნაწილი დიტოს მშობლებმა გვაჩუქეს და ასე, მინიმალური ბიუჯეტით მოვაწყვეთ სახლი. მეორე სართული საერთოდ არ იყო - მხოლოდ ბლოკის რამდენიმე ტიხარი. ზოგი რამ მეორადებში ვიყიდეთ და გადავაკეთეთ, ავეჯის ნაწილი მამაჩემის გაკეთებულია. პიანინო 150 წელზე მეტს ითვლის, ბებიაჩემის არის, მან დედას აჩუქა, დედამ - მე, ორივეს შვიდწლედი გვაქვს დამთავრებული. ეს კიდევ ყველაფერი არ არის, ბევრი რამ შესაცვლელია და იმედია, მოვიცლი იმისთვის, რომ ყველაფერი ისე მოვაწყო, როგორც ჩაფიქრებული მაქვს.
- მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ. რას გვეტყვით მის შესახებ?
- ერთი შეხედვით როგორი პატარა ოთახია, არა? მაგრამ აქ ჩემი და დიტოს ოთხი თაობის ისტორიაა თავმოყრილი. დიტოს წინაპრები მეცნიერ-მუშაკები იყვნენ და აქ ბევრი ძვირფასი წიგნია - სამეცნიერო ლიტერატურით დაწყებული, „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციით დამთავრებული.
დიმიტრი:
- ბაბუაჩემი, გრიგოლ თოდუა, უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის მოწაფე იყო. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორთან, ივანე სარიშვილთან ერთად, ბიბლიოთეკა დააარსა და გარკვეულ ხანს ხელმძღვანელობდა. დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ ძალიან დიდი არქივი გვაქვს. ჩვენს ოჯახში „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციის შეგროვება მან დაიწყო. ახლა დაახლოებით 150 გამოცემა გვაქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. მათ შორის უძველესია 1888 წლის, გიორგი ქართველიშვილის გამოცემა, რომელიც ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ არის ილუსტრირებული.
- როგორც ვიცი, საოჯახო ბიზნესი გაქვთ, რომელსაც დამოუკიდებლად უძღვებით...
ნატალია:
- დიახ, 2006 წელს დავაარსე სამკერვალო წარმოება „უნი სტილი“, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე ვმართავთ. დიტოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საწარმოს განვითარებაში, ძალიან კარგი ხედვა აქვს და ყველაფერში მეხმარება. ჩვენს საოჯახო ბიზნესს უფრო დიდი ისტორია აქვს. მამა სულ ამბობდა: მალე უნიფორმები ძალიან დასჭირდებათო. მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ოჯახურ ბიზნესს 1992 წელს.
დედაჩემი თვითნასწავლი მოდელიერ-დიზაინერია, „ბურდა მოდას“ ერთადერთი ქართველი გამარჯვებული. მაშინ 32 წლის იყო. რუსეთში ქართველი ქალის გამარჯვება უდიდესი მიღწევა გახლდათ. სხვათა შორის, ამის შემდეგ შემოთავაზება მივიღე და გარკვეულ ხანს საბავშვო ხაზის მოდელად ვმუშაობდი.
ვაღიარებ, პრანჭია ვარ და ძალიან მიყვარს ფერადოვნება. ბავშვობიდან ჩემი სტილი მქონდა, რომელიც საზოგადოდ აღიარებულსა და „მოდურს“ არ ემთხვეოდა ხოლმე. ბევრი დიზაინერი მომწონს, ბევრს თაყვანს ვცემ, მაგრამ ჩემს სულთან ყველაზე ახლოს ჯანი ვერსაჩეა. დიდწილად სწორედ მისი შემოქმედების დამსახურებაა, რომ მე დიზაინერ-მოდელიერის პროფესია ავირჩიე.
- თქვენ და თქვენმა მეუღლემ როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- დიტო ჩემზე 11 წლით უფროსია. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ასაკით დიდი ქმარი მეყოლებოდა. გაცნობის ამბავი საკმაოდ სასაცილოა. ერთმანეთი სოციალისტურ პარტიაში გავიცანით. მე და ოთარ ჭითანავა ოჯახებით ვმეგობრობდით, ჩვენთან ხშირად დადიოდა. ერთხელ მოდის და მეუბნება: ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე სჭირდებათ სოციალისტურ პარტიაში და მინდა, შენ იყოო. დავთანხმდი. წამიყვანა პარტიის მთავარ ოფისში, გამიკეთეს მანდატი და გამიშვეს ხელის მოსაწერად დიტოსთან, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი. რომ გამოვედი, გამომყვა და გაცილება შემომთავაზა. მე ვუთხარი: არ არის საჭირო, მძღოლი მელოდება-მეთქი. გარეთ გასულს მძღოლის ნაცვლად მამაჩემი დამხვდა, საბარგულს ასუფთავებდა. „სოფლიდან ჩამოვედი, წითელი ღვინო ჩამექცა და ვწმენდ“, - მეუბნება მამაჩემი. „მერე მაგ ღვინოს გასინჯვა არ უნდა?!“ - უთხრა დიტომ.
3 კვირის შემდეგ დედაჩემის ოთახში ჩუმად დავინიშნეთ და 16 წლის ნატალია ტლაშაძე ცოლად გავყევი დიმიტრი ჩხეიძეს. ძალიან მკაცრი მშობლები მყავს, მაგრამ დიტომ მათი ნდობა დაიმსახურა და თამამად „ჩამაბარეს პატრონს“.
დიტოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს განვითარებაში და მადლიერი ვარ მისი. ყველა ქალს ვუსურვებ მისნაირ ქმარს. როგორც ჩანს, ორივეს აღმოგვაჩნდა სიყვარულის ნიჭი იმდენად, რომ ვახერხებთ, ჩვენი ყოველი დღე მრავალფეროვანი იყოს.
საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება გვაქვს გამოვლილი, სულ ვიბრძვით და ახლაც ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ სულ ვცდილობთ, ხალისი შევინარჩუნოთ. ერთხელ თუ ამოვარდი „ხალასი რელსებიდან“ და გაბოროტდი, ბოღმა იმ დონეზე ჩაგითრევს, რომ თავად აღმოჩნდები ცუდ მდგომარეობაში.
- როგორ იქცა თქვენი სახლი „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედნად?
- მე და დიტოს უამრავი მეგობარი გვყავს. რამდენიმემ, ვისაც „ჩცდ“-ის შემოქმედებით ჯგუფთან მჭიდრო კავშირი აქვს, გვთხოვა, რომ ჩვენი სახლი გადაღებებისთვის „დაგვეთმო“.
თავიდან წინააღმდეგი ვიყავით, მთელი ოჯახი ვმუშაობთ და ნამდვილად არ გვქონდა არც დრო და არც სურვილი, რომ ჩვენი სახლი გადამღები ჯგუფითა და მსახიობებით გავსებულიყო. თან იმდენი არიან, რომ სახლში სრული საგიჟეთი იყო ხოლმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან ყოჩაღები არიან, სახლს რა მდგომარეობაშიც ვტოვებდი, ისეთივე მხვდებოდა. ახლა მიხარია, რომ დავთანხმდით - ჩვენი სახლი ყველაზე პოპულარული სერიალის ისტორიის ნაწილი გახდა. გარდა ამისა, საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, კარგი ადამიანები გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე.
- ამ სახლის სატელევიზიო დიასახლისს - ჩიკას - თითქმის ყველა იცნობს. რეალური დიასახლისი როგორია?
- ჩვეულებრივი დიასახლისი ვარ, არაფერი განსაკუთრებული. დილით ადრე ვიღვიძებ, ვემზადები, სამსახურში მივდივარ და გვიან ვბრუნდები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მთელ სულსა და გულს ვდებ მასში.
ასევე მიყვარს კულინარია და როცა დრო მაქვს, სულ ვამზადებ. ზაფხულს ბებიასთან, კახეთში ვატარებდი. იქ გვქონდა ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ხეხილი... ბავშვობაშივე გავერკვიე მეურნეობაში, ბებიას ვეხმარებოდი ყველაფერში, მათ შორის სამზარეულოშიც.
11-12 წლის ასაკიდან კულინარიამ განსაკუთრებულად გამიტაცა. იმ დროიდან დაწყებული დღემდე სამზარეულო ჩემთვის განტვირთვის ადგილია. სახლში დაღლილი რომ მოვდივარ, სამზარეულოში შევდივარ და მზადების დროს ვისვენებ, ამაზე უკეთესი განტვირთვა ჩემთვის არ არსებობს. სწორედ კულინარიის სიყვარულმა განაპირობა, რომ „მასტერშეფში“ მონაწილეობას დავთანხმდი. სხვათა შორის, პროექტის შემდეგ საკუთარი რესტორნის გახსნის იდეაც კი გამიჩნდა.
- 8 წელია აქ ცხოვრობთ. როდის იგრძენით, რომ ეს სახლი გახდა თქვენი „შინ“?
- თვითიზოლაციის დროს. მანამდე არ გვქონდა საშუალება, რომ ამდენი ხანი გაგვეტარებინა სახლში. მაშინ შევიგრძენით, რომ ეს ჩვენი „შინია“ და სახლის ყოველი კუნჭული შევიყვარეთ, უფრო დავაფასეთ. 4 სართულის ქვემოთ ჩვენი მეჯვარეები ცხოვრობენ. ხან ჩვენ ჩავდიოდით, ხან ისინი ამოდიოდნენ. საღამოობით ლოტოს, ჯოკერს, ნარდს ვთამაშობდით. ამან გადაგვატანინა პანდემიის ყველაზე რთული პერიოდი.
მარიამ ტურძილაძე

კომენტარები