სტუმრად გუჩებთან - სახლი, სადაც ალდო გუჩი ცხოვრობდა და სადაც გადაიღეს ცნობილი ფილმი

ცოტა ხნის წინ მილანში შედგა პრემიერა რიდლი სკოტის ფილმისა "გუჩის სახლი". ფილმი,რომელიც მოგვითხრობს გუჩის ოჯახის მოდის იმპერიაში მოსვლასა და მის ტრაგედიაზე, გადაღებულია რომში, მილანსა და კომოს ტბაზე, რომლის ნაპირზეც დგას ულამაზესი ვილა ბალბიანო. სწორედ ასე დაინახა რეჟისორმა ალდო გუჩის რეზიდენცია, სადაც ვითარდება მოვლენები.
ახლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ დაათვალიეროს გადაღების ადგილი, არამედ თავად გახდეს ამ სახლის ბინადარი. ბოლო წლებში ვილა ფინქციონირებდა როგორც ძვირფასი სასტუმრო. 2018 წელს სახლს მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარდა.
XVI საუკუნის შუალედამდე ამ მამულის მფლობელი პაულო ჯოვიო იყო,
მერე აქ კარდინალი ტოლომეო გალიო ცხოვრობდა. მას შემდეგ მფლობელი გახდა კოლექციონერი კარდინალი ანჯელო მარია დურინი. მის დროს ვილა მაღალი წრის საზოგადოების შეკრების ადგილად იქცა - აქ ტარდებოდა ფესტივალები, მეჯლისები და ა.შ.
დღესდღეობით ვილის დაქირავება მთლიანად არის შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ ერთი დღე-ღამით. საფასური 1000 ევროა, გადასახადების გარეშე.








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები