ყველაზე ძვირად ღირებული ვილები საზღვარგარეთ, რომლებიც ფუფუნებით გაგაოცებთ

პლანეტის სხვადასხვა კუთხეში არსებობს ისეთი სახლები, აგარაკები თუ ვილები, რომელიც ყველას აოცებს გარეგნული იერსახითა თუ არქიტექტურით. თუმცა არის კიდევ სახლები, რომლებიც შთაბეჭდილებას თავისი ფასით ახდენს, ღირებულებით. ასეთი სახლები ძირითადად ვარსკვლავებს ეკუთვნით, ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს. მოდით, ვნახოთ ზოგიერთი ასეთი სახლი.

1. მაიკლ ჯორდანის სახლი, ილინოისის შტატი, აშშ

ლეგენდარული სპორტსმენის სახლი, რომელიც 15 მლნ დოლარი ღირს, ჩიკაგოს მახლობლად, ილინოისის შტატში მდებარეობს. ეს სახლი უძრავი ქონების ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოიტანეს, მაშინ ის თითქმის ორჯერ მეტი, 29 მლნ დოლარი ღირდა, თუმცა ფასმა
დაიკლო. სახლის ფარეხში 14 ავტომობილი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე არის ასევე სატრენაჟორო დარბაზი და სრულფასოვანი საკალათბურთო დარბაზი.

2. ჯეთ რეზიდენსის აპარტამენტები ნიუ-იორკში, აშშ

არსებობს ბინებიც, რომელთა ღირებულებაც ასტრონომიულ თანხებს აღწევს.
მაგალითად, ჯეთი რეზიდენსში ბინების ფასი 59 მლნ დოლარიც კი არის. ორიგინალური შენობა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში მდებარეობს. პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი პიტერ მარინოა. პენტჰაუსი 929 კვ.მ-ია და სამი სართულისგან შედგება.

3. ოპრა უინფრის სახლი მონტესიტოში, შტატი კალიფორნია, აშშ

ყველასათვის კარგად ნაცნობმა ტელეწამყვანმა ოპრამ იმდენი გამოიმუშავა, რომ თავს უფლება მისცა 88 მლნ. დოლარად შეფასებული სახელი შეეძინა. როგორც ამბობს, სახლი თავად დააპროექტა, დახმარებით კი ცნობილი დიზაინერი, როუზ ტაროლუ ეხმარებოდა.

4. ჯეიზისა და ბიონსეს სახლი ბელ-ეირში, კალიფორნია, აშშ

ცნიბილმა წყვილმა ეს სახლი ხუთი წლის წინ შეიძინა 88 მლნ დოლარად. იმ დროისათვის ეს ბელ-ეირში გაყიდულ ყველაზე ძვირ სახლად ითვლებოდა. ამობობენ, რომ სახლს აქვს 4 აუზი და სრულფასოვანი საკალათბურთო მოედანი.

5. ჰიუ ჰეპნერის სახლი, ლოს ანჯელესი, აშშ

ამ 100 მლნ.დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს ფლეიბოის რედაქტორი ჰიუ ჰეფნერი. სახლი გოთიკურ სტილშია აგებული. ამბობენ, რომ სახლში არის ექვსი საძინებელი და აბაზანა, გარე ტერიტორიაზე კი ჩოგბურთის კორტი და აუზი. საცხოვრებელ კომპლექსში სტუმრების სახლიც არის 4 საძინებლით. ეს სახლი ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე 2016 წელს ყველაზე ძვირად ღირებული სახლი გახლდათ, მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის ამ სახლის ფასი 200 მლნ დოლარი იყო.

6. ოდეონ თაუერის აპარტამენტები, მონაკო

მონაკოში არსებული ეს აპარტამენტები 335 მლნ დოლარად არის შეფასებული. ეს გახლავთ რესპექტაბელური ბინა ფართით 3.3 ათასი კვ.მ. გარდა თავად ბინისა პენტჰაუსში არის პეიზაჟური აუზი, რომლიდან მშვენიერი ხედი იშლება.

7. ვილა სენ ჟან კაპ ფერაზე, საფრანგეთი

ეს ვილა 410 მლნ დოლარი ღირს და ჯერ კიდევ 1830 წელს არის აშენებული. 1904 წელს შენობა ბელგიის მაშინდელმა მეფემ, ლეოპოლდ მე-2-მ შეიძინა. 2017 წელს კი 410 მლნ დოლარად გაყიდეს. ცნობილია, რომ სახლში არის 14 საძინებელი, გარე ტერიტორიაზე კი, საოცარ სიმწვანეში, უზარმაზარი აუზი და ავტოფარეხი.

8. ვილა ტეულ-სიულ-მერში, საფრანგეთი

გარდა საოცარი ფუფუნებისა ზოგიერთი სახლი დიზაინით გაგაოცებთ. ამის ნათელი მაგალითი ეს ვილაა საფრანგეთი. მისი ფასი 430 მლნ დოლარია.

9. ლიბანელი ბანკირის ვილა საფრანგეთში

ეს ვილა კი 750 მლნ. დოლარად არის შეფასებული. გამოირჩევა ფუფუნებითა და მასშტაბებით. სახლში მარტო საძინებელი გახლავთ 14. მრავალი წელია განმავლობაში სახლის მეპატრონე ლიბანური წარმოშობის ბრაზილიელი ბანკირის ცოლია. სახლი ლაჟვარდოვან სანაპიროზე, 202 ათას კვ.მ-ზეა გადაჭიმული. აქ არის სათბური, ვერტმფრენის ზონა, ღია სამზარეულო და აუზი.

10. ანტილიის ანძა, ინდოეთი

ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლის ფასი 2 მილიარდი დოლარია. ეს რეზიდენცია ინდოელი მილიარდერის სპეციალური დაკვეთით აშენდა. შენობის საერთო ფართი 37 ათასი კვ.მ.-ია. კოშკი 27-სართულიანია, სართულები საცხოვრებელ ფართებად გამოიყენება. შენობას აქვს ასევე 6 მიწისქვეშა სართული, რომელიც გათვლილია პარკინგისთვის. აქვე არის ტაძარი, კინოთეატრი, გათვლილი 150 კაცზე და 9 უსწრაფესი ლიფტი.

11. დონალდ ტრამპის სახლი, პალმ ბიჩი, აშშ

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა და მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ეს სახლი 10 მლნ დოლარად შეიძინა. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრამპი ამ საცხოვრებელს დაუბრუნდა. ამჟამად ტრამპის რეზიდენცია 160 მლნ დოლარადაა შეფასებული.

კომენტარები

eh 2022-11-20 13:37
ლოს ანჯელესს არაუშავს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები