სილვესტერ სტალონეს მეზობლები აუჯანყდნენ. 78 წლის მსახიობმა, რომელიც პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ცხოვრობს, გადაწყვიტა, მისი სახლის გვერდით წყალქვეშა ბარიერის აეშენებინა. მსახიობმა გეგმა ფლორიდის გარემოს დაცვის დეპარტამენტს და აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსს წარუდგინა და მოითხოვდა ზღვის მცენარეების ბარიერის მოწყობას.
პროექტის საერთო მიზანია ცნობილი ადამიანების საკუთრებისგან ნავების მოშორება, ნათქვამია არმიის კორპუსში გეგმების შესახებ საჯარო შეტყობინებაში.
აღნიშნულმა გეგმამ, რბილად რომ ვთქავთ, სტალონეს მეზობლების გარკვირვება გამოიწვია. მაცხოვრებლებს 25 დეკემბრამდე აქვთ ვადა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად და სურვილის შემთხვევაში,, მის გასასაჩივრებლად.
ჰოლივუდის ვარსკვლავი წლების განმავლობაში
სილვესტერ სტალონემ 2020 წლის ბოლოს იყიდა შვიდოთახიანი სახლი იყიდა 12 სველი წერტილით. სახლი ტბის პირას მდებარეობს, მდიდრული ქონება 13000 კვ. ფუტს მოიცავს და აერთიანებს მთავარ სახლს, სასტუმრო სახლს და ულამაზეს აუზს.