ნაცარი, შავი ლაქები, ლპობა... - რა დაავადებები ემართება ვარდს და როგორ უნდა ებრძოლოთ მათ

ვარდი გახლავთ მრავალწლიანი კულტურა რომელიც იქნება თქვენს ბაღში ღია გრუნტში 20 წელზე მეტ ხანს, თუმცა მისი ნორმალური განვითარება და ზრდა დამოკიდებულია თქვენზე, თუ როგორ მოუვლით ამ ლამაზ ბაღის დედოფალს. სინათლის ნაკლებობა, წყლის ნაკლებობა და მისი უდროოდ კვება განაპირობებს ვარდის ცუდ ზრდას, ხოლო დაუძლურებულ ვარდს ადვილად ერევა სხვადსხვა ავადმყოფობები... მათ შორის - ჭიები და მავნებლები.

ვარდის ავადმყოფობა იყოფა ორ ნაწილად - ინფექციური და არაინფექციური. ინფექციურ ავადმყოფობებს მიეკუთვნება სოკოვან დაავადებები, ბაქტერიული და ვირუსული. ყველა მათგანი სპობს მცენარის ნივთიერებათა ცვლას. სოკოვანის გამომწვევი მიზეზი გახლავთ სოკოვანი პარაზიტები,

რომლებიც ბინადრობენ როგორც ხილულად მცენარეზე, ასევე უხილავადაც - მის ღეროებში. ეს პარაზიტები არ კვდებიან არანაირ ბუნებრივ შექმნილ პირობებში, მაგალითად ან სიცივეში ან სიცხეში... ისინი რჩებიან ფოთლებზე, როგორც ლაქები და ღეროებში, როგორც გამხმარი ღეროდ. არც მკვდარ მოჭრილ ღეროზე კვდებიან, ამიტომ სავალდებულოა, როცა დაზიანებულ კალამს ავჭრით, გავიტანოთ ბაღიდან, თორემ შეიძლება გახდეს დაავადების გამეორების კერა. სავალდებულოა ასეთ შემთხვევაში ჩაუტარდეს ვარდს მკურნალობა და დროული შეწამვლა. 

სოკოვან დაავადებათაგან, რომლებიც ხშირად გვხვდება, ყველაზე გავრცელებულია ნაცარი, რომელიც ფქვილივით ედება ვარდის ფოთლებს. ასევე - ინფექციური დამწვრობა. ამ დროს ვარდის ფოთლებს ახასიათებთ დამწვრობის მაგვარი ლაქები. კიდევ არსებობს შავი ლაქები, ღეროს და ფოთლის ზანგი, ასევე ცრუ ნაცარი, რომელიც უმნიშვნელოდ ათეთრებს ვარდის ფოთლებს - ეს ყოველივე სოკოვანი დაავადებებია. ახლა სათითაოდ განვიხილოთ დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები.

ვარდის ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული ავადმყოფობაა ნაცარი. მისი გამოწვევი მიზეზი გქლავთ სოკო სფოტოტეკი პანოზა. ეს ბაქტერია აავადებს ფოთლებს, ყვავილს, კოკორს და ახალწამოსულ ღეროებს (სხვა კულტურებზე - ნაყოფსაც კი). დაავადება იწყება უმნიშვნელო თეთრი წვრილი ფქვილისებრი ლაქებით, ხოლო როცა სოკო ვითარდება, ეს წვრილი წერტილები იქცევა ნაცრისფერ მოთეთრო ლაქებად. სპორები ვრცელდება დიდ მანძილზეც კი, მცენარიდან მცენარეზე და აავადებს ყველას ირგვლივ. ამიტომ არის საჭირო დროული შეწამვლა. მისი მახასიათებელია ფოთლების დაჭმუჭვნა და დაგრეხვა, ხოლო ახალწამოსულ ყლორტებს უბრალოდ ხმობს და აცვენს. თუ არ მოხდა შეწამვლა ასეთი დასნეულებული ნერგის, ის უბრალოდ ვერ გადაიტანს ზამთარს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება ნერგის დაღუპვით. ეს სოკოც ზედმეტი აზოტის მიწოდებით ჩნდება და კალცის ნაკლებობით, ზედმეტი მორწყვით ან ნიადაგის სიმშრალით ან ახლო-ახლო ჩარგული ნერგებით. გაითვალისწინეთ ოქროს რჩევა - ნუ მიაწვდით თქვენს ვარდებს აზოტს, როცა ისინი კოკრებშია. მიეცით ამ დროს მათ საკვებად ფოსფორი და კალიუმი. როგორც კი შეატყობთ თქვენს მცენარეს ნაცარს, აუცილებლად შეწამლეთ. 

ეს გახლავთ ვარდის ინფექციური დამწვრობა, რომელსაც ეწოდება ვარდის კიბო. ამ ავადმყოფობის გამომწვევი გახლავთ სოკოვანი ინფექცია. მიზეზი ხშირად არის ნიადაგის მოურწყველობა და ზამთარში შეფუთვის შედეგად ჩახურება, მაღალი ტემპერატურა.  ამ ინფექციით ხშირად ავადობენ სათბურების მცენარეები. ამიტომ სავალდებულოა, თუ ვარდი შეფუთულია, მას შემოვხსნათ ცელოფანი ადრე გაზაფხულზე. თუ სათბურშია, ავუწიოთ ცელოფანი სათბურს და გავანიავოთ ვარდის ნერგები. ავადდებიან ასევე ზედმეტი აზოტის მიწოდების გამოც, რომელიც მათ მიიღეს შემოდგომით. ინფიცირდება ასევე გასხვლის დროს - ვირუსი აღწევს გასხვლის ადგილიდან ღეროში, ზემოდან ქვევით მიედინება ფესვშიც, იზამთრებს ვარდთან ერთად. შეწამვლის გარეშე ვარდი ამ დაავადებას ვერ უძლებს და ვერ უმკლავდება. გადადის და ინფიცირდება ასევე ხელიდან და სეკატორიდან, ამიტომ სავალდებულოა, რომ გასხვლის წინ დავიბანოთ ხელები და სეკატორი გავასტერილოთ არყით ან სპირტით. ვარდები ფლორიბუნდა და პოლიანთერული, ასევე მინიატურები და ჯუჯები იშვიათად ავადდებიან ამ სენით, ხოლო თუ დაავადდნენ, მათი მკურნალობა გრძელდება დიდხანს. თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ შეფუთოთ თქვენი ვარდები ცელოფნით, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი - შეფუთეთ ნერგები მშრალ ამინდში დანამვის გარეშე, გვიან შემოდგომით. ხოლო შეფუთვამდე უნდა მოაჭრათ ღეროები და ფოთლები, მით უმეტეს - ყლორტები. გასხლული ფოთლები და ტოტები არაფრის დიდებით არ დატოვოთ არც ეზოში და არც ბაღში. ნერგები შეფუთვამდე უნდა კვებოთ კარგად, ხოლო გაზაფხულზე ცელოფნის შემოცლის შემდგომ მცენარე კარგად უნდა დათვალიერდეს. მცენარეს ექნება ახალი ყლორტები და თუ შეატყობთ რამე დაზიანებულ ადგილს, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი მოჭრა, ხოლო მოჭრის შემდგომ უნდა წაუსვათ ტეტრაცეკლინის მაზი (თვალის ანთებისას იყენებენ) ან დანაყილი ნივრის ფაფისებური მასა, ხოლო შემდგომ დაადებთ მრავალძარღვას ფოთოლს და შემოაკრავთ პლასტირს. ვიმეორებ - ხელსაწყო, რომლითაც ვსხლავთ ნერგებს, სავალდებულოა იყოს დამუშავებული ანუ დასტერილებული ბამბით და სპირტით, შემდგომ ყველა ნერგთან მიმართებაში. გაზაფხულზე გასხვლის შემდგომ სავალდებულოა ნერგები შევწამლოთ.

 

ასევე იხილეთ: თბილისელ მევარდეთა დინასტია და ბაღის ვარდების მოვლის წესები 

 

ვარდის ამ ავადმყოფობას ეწოდება მოზაიკა. ეს ავადმყოფობა ჩნდება გაზაფხულზე - ფოთლები ყვითლდება და იკეთებს მოთეთრო ლაქებს შემდგომ ფოთლები ებურცება და იგრიხება. ეს ყველაფერი გახლავთ სისუსტის შედეგი, როცა ვარდს ან რომელიმე მცენარეს აკლია კვება, მით უმეტეს - მინერალები. ასეთ ვარდს ან მცენარეს აუცილებლად ვუსხამთ კვებას, ხოლო თუ მცენარე არ გამოკეთდება, მას თხრიან და ანადგურებენ... ეს დაავადება ხელს უშლის მცენარეს განვითარებაში და მცენარე არ ვითარდება, ასევე არ იზრდება სიმაღლეში.


ეს ცრუ ნაცარია. დაავადების გამომწვევი მიზეზი გახლავთ სოკო პერონოსპორა სპარსა ბერკ, ხოლო უჩნდება მხოლოდ ზემოთ მდებარე ფოთლებს. იწყება მცენარის ყავისფერი წერტილებით დასნეულება, ხოლო შემდგომ ასე ედება ლაქების სახით. თანდათან იხვევა ფოთოლი მრგვალად, ხმება და ცვივა. სავალდებულოა, ხშირად დაასუფთავოთ ვარდების ბაღი და გაიტანოთ ყველაფერი, რაც კი ჩამოსცვივა ვარდს, თუნდაც ერთი ფოთოლი... ძირითადად ამ დაავადებას იწვევს ტემპერატურის მოულოდნელი ცვალებადობა. ამ დაავადებით ავადობენ უფრო სათბურის მცენარეები და ასევე ვარდები. არანაირი შეწამვლა არ შველის, გარდა იმისა, რომ უნდა მოაჭრათ დასნეულებული ღერო თუ ტოტი და აუცილებლად უნდა დაწვათ... თუ ამ დაავადებამ დააზიანა სრულიად მცენარე, სასწრაფოდ უნდა ამოთხაროთ და დაწვათ...


ამ დაავადებას ჰქვია ნაცრისფერი ლპობა, ანუ ბოტრიტისი. ამ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი გახლავთ სოკოვანი ინფექცია სახელად ბოტრიტის ცინერეა პერს, რომელიც აავადებს 200-ზე მეტი მცენარის სახეობას. ვარდებს ახასიათებთ ყვავილის ასე გაფუჭება და შეჭკნობა. მშრალ ამინდებში ვარდის კოკორი თუ ყვავილი იკეთებს ნაცრისფერ ნადებს. პირველ რიგში ეს ვერაგი დაავადება ერევა დასუსტებულ მცენარეს. ძირითადად ახასიათებთ თეთრ და ვარდისფერ ვარდებს. კოკრებს არ აძლევს საშუალებას გაყვავილდეს, ახმობს, ალპობს და საბოლოოდ აცვენს. ვარდის ყვავილს ახაიათებს ამ დროს წვრილ-წვრილი ლაქები, ხოლო ამ ვერაგი დაავადების გამძაფრების შემდგომ უხმობს ახალ წამოღებულ ტოტებს და ყლორტებს. ეს დაავადება რჩება სპორის სახით და ადრეულ გაზაფხულზე იჩენს თავს. ქარი და მავნებლები ხელს უწყობენ ამ ინფექციის გადატანას სხვა მცენარეებსა თუ ნერგებზე. ამიტომ სავალდებულოა, რომ არ გყავდეთ ვარდებთან ახლოს მარწყვი და სხვა კენკროვანი ხილი, რამეთუ ისინი ხშირად ავადობენ ნაცრისფერი ლპობის სოკოვანი ბაქტერიით. ხოლო მისი მოსპობა შეგიძლიათ იმ პრეპარატებით, რაც არსებობს სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად...

 

ასევე იხილეთ: საგურამოში შექმნილი ვარდების სამეფო და მსახიობი მებაღის ოცნება

 

ვარდის ზანგი - ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი გახლავთ სოკოვანი ბაქტერია სახელად ფრაგმიდიუმ დისციფლორუმ. ის აზიანებს მთელ მცენარეს დაწყებული ღეროდან, დამთავრებული კოკრამდე თუ ყვავილამდე. ჩნდება მოყვითალო მოყავისფრო ლაქები, ხოლო შემდგომ იბურცება დასნეულებული კერები. ახალ ყლორტებს ახასიათებთ დეფორმირება, დაგრეხვა, შემდეგ კი ხმება და ცვივა. ეს დაავადება ადვილად გადადის ყვავილიდან ყვავილზე და მალევე ასნეულებს მცენარეს. ამ დაავადების შედეგად ვარდი წყვეტს ყვავილობას და კოკრებიც სცვივა. საწყის ეტაპზე ვარდი დაჩქარებულად იბუჩქება და უხვად ფოთლოვანი ბუჩქი ხდება. ეს დაავადება ცოცხლობს მთელი ზამთარი ჩამოცვენილ ფოთლებზე და იზამთრებს, ხოლო გაზაფხულზე ისევ აზიანებს ვარდს. ამიტომ დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი - ყოველთვის დაუსუფთავეთ ვარდს ბაღი და ყოველთვის გამოიტანეთ დაცვენილი ფოთლები... პროფილაქტიკისთვის ვარდებს ყოველი გაყვავილების წინ ზემოდან ასხურეთ ბაქტერიების საწინააღმდეგო ნარევები. ამ დაავადებით ძლიერად დაზიანებულ ვარდს კი ვერ განკურნავთ, ის ჯობია ამოთხაროთ და დაწვათ...

ზაფხულის მეორე ნახევარში ხშირად ავადდებიან ვარდები შავი ლაქებით. ისინი თავიდან ჩნდებიან მოყავისფრო ლაქებად, ხოლო დროთა განმავლობაში შავდება, დასნეულებული ადგილები ბერება და გრძელდება. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი გახლავთ სოკო სახელად მარსონინა როსაე. აუცილებლად სჭირდება შეწამვლა. თუ არ მივხედავთ და არ ვუმკურნალებთ, გაუყვითლდება ფოთლები და დასცვივა, ხოლო ბუჩქი გატიტვლდება და დარჩება მხოლოდ ღეროები. დაცვენილი ფოთლები აუცილებლად უნდა გაიტანოთ ბაღიდან და აუცილებლად დაწვათ. ამ დაავადებას ებრძვიან იგივე პრეპარატებით, რასაც ნაცარზე იყენებენ.

ინგა-ქეთევანი

კომენტარები

ვარდო 2023-06-13 10:18
რომ წერთ აქ დაავადებებს, მიაწერეთ რითი უნდა შევწამლოთ თითოეული ვარდის დაავადებები.
თამრიკო 2022-05-14 10:09
ფოთოლი მოუხუჭუჭდა რა უყო
თამრიკო 2022-05-14 10:08
ფოთოლი მოხუჭუჭდა რა უყო
გიორგი 2022-05-12 20:54
ჩემ ვარდებს აქ სიხუჭუჭე და რა ვუშველო
თამაზ 2020-10-30 23:32
რა ჯანდაბით შევწამლო ნაცარი, შავი ლაქები, არ უნდა დაწეროთ?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები